(ACCnews) საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი უკრაინის ქალაქ ბუჩაში რუსული ძალების მიერ მშვიდობიანი მოქალაქეების მკვლელობის შესახებ გავრცელებულ ფაქტებს ეხმიანება.
როგორც ემანუელ მაკრონი სოციალურ ქსელ “ტვიტერში” წერს, “რუსეთის ხელისუფლებას მოუწევს პასუხი აგოს ამ დანაშაულებზე.”
“აუტანელია ბუჩაში, კიევთან გათავისუფლებულ ქალაქში გადაღებული ფოტოების ნახვა. ასობით ლაჩრულად მოკლული მშვიდობიანი მოქალაქე ქუჩაში. ვუსამძიმრებ დაღუპულებს, სოლიდარობას გამოვხატავ უკრაინელების მიმართ. რუსეთის ხელისუფლებას მოუწევს პასუხი აგოს ამ დანაშაულებზე“, – განაცხადა მაკრონმა.
შეგახსენებთ, რომ გათავისუფლებული კიევის რეგიონის ქალაქ ბუჩას მერი ანატოლი ფედორუკი აცხადებს, რომ ბუჩაში უკრაინის 300-ზე მეტი მოკლული მოქალაქე იპოვეს. მისი თქმით, დაღუპულების დიდი ნაწილი მასიურ სასაფლაოზე იპოვეს, ნაწილი კი ქუჩებში.