(ACCnews) რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ბუჩაში 300-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქის მკვლელობის ბრალდებებს უარყოფს.
როგორც “ბიბისი” წერს, რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ამ ყველაფერს უკრაინის “უკანასკნელ პროვოკაციას” უწოდებს.
ამასთან, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მტკიცებით, არც ერთი ადგილობრივი მცხოვრები არ გამხდარა ძალადობრივი ქმედებების მსხვერპლი, სანამ რუსეთი იკავებდა ქალაქს.
როგორც უწყების განცხადებაშია ნათქვამი, რუსულმა ძალებმა 30 მარტს უკან დაიხიეს. ამავე განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ ფოტოები და ვიდეო კადრები იყო “კიევის რეჟიმის მორიგ სიყალბე”.
შეგახსენებთ, რომ გათავისუფლებული კიევის რეგიონის ქალაქ ბუჩას მერი ანატოლი ფედორუკი აცხადებს, რომ ბუჩაში უკრაინის 300-ზე მეტი მოკლული მოქალაქე იპოვეს. მისი თქმით, დაღუპულების დიდი ნაწილი მასიურ სასაფლაოზე იპოვეს, ნაწილი კი ქუჩებში.