Friday, March 24, 2023

“შალვა პაპუაშვილთან უკრაინაში ვიზიტთან დაკავშირებით სატელეფონო საუბარი ხვალ მექნება” – რუსლან სტეფანჩუკი

მთავარი

(ACCnews)  “საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან ხვალ სატელეფონო საუბარს გავმართავ – მზად ვარ მასთან უკრაინაში ვიზიტის ყველა დეტალი განვიხილო,” – ამის შესახებ უკრაინის უმაღლესი რადას თავმჯდომარემ “ქრონიკასთან” ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა.

როგორც რუსლან სტეფანჩუკმა ინტერვიუს დროს აღნიშნა, მას იმედი აქვს, რომ შალვა პაპუაშვილს კიევში იხილავს.

მეტი:   ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, პუტინს უკრაინაში გაჩაღებულ ომზე პასუხისმგებლობის აღება მოუწევს

“ხვალ მექნება სატელეფონო საუბარი და კიდევ ერთხელ მინდა დავადასტურო მოწვევა. მზად ვარ მასთან განვიხილო ყველა დეტალი მისი უკრაინაში ვიზიტისა. მე ვიცი, რომ მას აქვს ჯანმრთელობის მცირე პრობლემები. მას მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებ და იმედი მაქვს, რომ მექნება შესაძლებლობა შევხვდე მას კიევში და ვაჩვენო ის ადგილები, როლებზეც ჩვენ ვსაუბრობდით. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო იმ დელეგაციას, რომელიც აპირებს უკრაინაში ჩამოსვლას,” – განაცხადა რუსლან სტეფანჩუკმა.

მეტი:   რუსეთის სარაკეტო თავდასხმების გამო, ვოლოდიმირ ზელენსკიმ გაერო-ს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომის მოწვევა მოითხოვა
მეტი:   "ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეექვსე პაკეტზე შეთანხმებას ვერ მიაღწიეს" - ჯოზეფ ბორელი

შეგახსენებთ, რომ დღეს, საპარლამენტო ოპოზიცია და “ქართული ოცნება” შეთანხმდნენ, რომ უკრაინაში დელეგაციით წავლენ. დეპუტატების განცხადებით, აღნიშნული დელეგაცია უკრაინაში სავარაუდოდ კვირის ბოლოს ჩავა. თუმცა, ჯერჯერობით უცნობია უხელმძღვანელებს თუ არა დელეგაციას პარლამენტის სპიკერი, შალვა პაპუაშვილი.

- Advertisement -spot_img

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

ბოლო სიახლეები

“ეს არის დივერსია საქართველოს ინტერესების, ხალხის ინტერესების წინააღმდეგ” – ლაშა ტუღუში “ხალხის ძალის” წარდგენილ კანონპროექტზე

(ACCnews) "ეს კანონი არის დივერსია საქართველოს ინტერესების, ხალხის ინტერესების წინააღმდეგ," - განაცხადა "ეროვნული პლატფორმის" წარმომადგენელმა ლაშა ტუღუშმა ჟურნალისტებთან საუბარში,...
- რეკლამა -spot_img

მსგავსი სიახლეები

- Advertisement -spot_img