(ACCnews) რუსეთი ქვეყნიდან ამერიკელ დიპლომატებს აძევებს. ინფორმაციას რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, მოსკოვში, უწყებაში დაბარებულ აშშ-ის საელჩოს წარმომადგენელს დიპლომატებისგან შემდგარი სია გადაეცა, რომლებიც პერსონა ნონ გრატად გამოცხადდნენ.
უწყებაში განმარტავენ, რომ ამგვარი ნაბიჯი რუსულმა მხარემ აშშ-ის მოქმედების საპასუხოდ გადადგა.
ცნობისთვის, ორი კვირით ადრე, აშშ-მა 12 რუს დიპლომატს, რომლებიც მისიით გაერო-ში იყვნენ წარმოდგენილი, ქვეყნის დატოვება მოსთხოვა.