Wednesday, September 27, 2023

”რუსეთი უკრაინაზე თავდასხმის განხორციელების გადაწყვეტილებას ინანებს”– აშშ-ის თავდაცვის მდივნის მოადგილე

მთავარი

(ACCnews) აშშ-ის თავდაცვის მდივნის მოადგილე პოლიტიკის საკითხებში კოლინ კალი აცხადებს, რომ რუსეთი უკრაინაში შეჭრას და საომარი მოქმედებების დაწყებას ინანებს.

მისი თქმით, რუსეთი უკრაინიდან ეკონომიკურად, პოლიტიკურად და გეოპოლიტიკურად უფრო სუსტი გამოვა, ვიდრე აქამდე იყო.

მეტი:   უკრაინამ, აშშ-მ და ევროპამ გონებაში უკვე დაამარცხეს რუსეთი - ზელენსკი

”რუსეთი ინანებს უკრაინაზე თავდასხმის განხორციელების გადაწყვეტილებას. დარწმუნებით ვფიქრობ, რომ რუსეთი უკრაინიდან უფრო სუსტი გამოვა, ვიდრე ის კონფლიქტის დაწყების დროს იყო. ის იქნება სამხედრო თვალსაზრისით, ეკონომიკურად, პოლიტიკურად და გეოპოლიტიკურად უფრო სუსტი და უფრო იზოლირებული“, – აღნიშნა ამერიკელმა მაღალჩინოსანმა.

მეტი:   თეთრი სახლი: სიტუაციის დეესკალიაციამდე ჯო ბაიდენი ვლადიმერ პუტინთან საუბარს არ გეგმავს

აშშ-ის თავდაცვის მდივნის მოადგილემ ასევე ხაზი გაუსვა, რომ პენტაგონის თავდაცვის სტრატეგიის მომავალი დოკუმენტი რუსეთს “მწვავე საფრთხედ” გამოაცხადებს.

ცნობისათვის, რუსეთის ჯარის უკრაინაში შესვლიდან უკვე 30 დღე გავიდა. ბოლო მონაცემებით ორივე მხარეს არის ათასობით მსხვერპლი. უკრაინას უკვე ჰყავს 3 მილიონზე მეტი ლტოლვილი. რუსეთს უკრაინაში შეღწევის გამო აშშ-მ, ევროკავშირის ქვეყნებმა, გაერთიანებულმა სამეფომ, იაპონიამ და ავსრტალიამ სანქციები დაუწესა.

მეტი:   "ექსპერტები რეკომენდაციას უწევენ სააკაშვილის სასწრაფო გადაყვანას აშშ-ში ან დასავლეთ ევროპაში"- დიპლომატები საერთაშორისო თანამეგობრობას მიმართავენ
- Advertisement -spot_img

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

ბოლო სიახლეები

“ეს არის დივერსია საქართველოს ინტერესების, ხალხის ინტერესების წინააღმდეგ” – ლაშა ტუღუში “ხალხის ძალის” წარდგენილ კანონპროექტზე

(ACCnews) "ეს კანონი არის დივერსია საქართველოს ინტერესების, ხალხის ინტერესების წინააღმდეგ," - განაცხადა "ეროვნული პლატფორმის" წარმომადგენელმა ლაშა ტუღუშმა ჟურნალისტებთან საუბარში,...
- რეკლამა -spot_img

მსგავსი სიახლეები

- Advertisement -spot_img