(
ACCnews) “საქართველოს რაგბის ნაკრებს ისტორიულ გამარჯვებას ვულოცავთ! ქართველმა მორაგბეებმა პირველი ეშელონის ნაკრებთან გამარჯვებას საოცარი გუნდური სულისკვეთებით მიაღწიეს. რაგბი თქვენი თამაშია!” – აღნიშნულ მილოცვას შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში საკუთარ გვერდზე ავრცელებს.
შეგახსენებთ, საქართველოს სარაგბო ნაკრებმა დიდი ექვსეულის ერთ-ერთ უძლიერეს გუნდს ბათუმში უმასპინძლა და ანგარიშით 28:19 მოუგო. ეს აიყო მათ შორის დაპირისპიორების მე-5 მატჩი, სადაც წინა 4 თამაში იტალიელებმა მოიგეს. ეს გამარჯვება თითქმის სრულიად სარაგბო სამყარომ ისტორიულად შეაფასა.