Wednesday, June 7, 2023

“რუსეთს მოუწევს საპასუხო ზომების მიღება” – რიაბკოვი შეერთებულ შტატებს აფრთხილებს

მთავარი

(ACCnews) “უკრაინის გამო კონფლიქტში შეერთებული შტატებისა და ევროპის მზარდი ჩართულობის გამო, რუსეთს მოუწევს საპასუხო ზომების მიღება”, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ სერგეი რიაბკოვმა განაცხადა.

მეტი:   "დონბასის რეგიონში განვითარებული მოვლენები ძალიან შემაშფოთებელია" - ემანუელ მაკრონი

”რუსეთი იძულებული იქნება მიიღოს ადეკვატური კონტრზომები, მათ შორის ასიმეტრიული ხასიათის”, – ხაზგასმით აღნიშნა რიაბკოვმა.

როგორც რიაბკოვი აცხადებს, დასავლეთის მხრიდან კიევის სამხედრო დახმარება, უკრაინელი ჯარისკაცების წვრთნა ალიანსის წევრი სახელმწიფოების ტერიტორიაზე, უკრაინისთვის სადაზვერვო მონაცემების გადაცემა, თანამგზავრული სურათების რეალურ დროში მიწოდება, საარტილერიო დარტყმების სამიზნეების დადგენა და ოპერაციების დაგეგმვა, სულ უფრო მეტად ჩართულს ხდის დასავლეთის ქვეყნებს კონფლიქტში.

მეტი:   "რუსეთმა კომპენსაცია უნდა გადაიხადოს იმისთვის, რაც მათ უკრაინაში ჩაიდინეს" - ანდჟეი დუდა
მეტი:   "ჩვენ უნდა გადავხედოთ, თუ როგორ ვმუშაობთ აღმოსავლეთ პარტნიორებთან"- ჯოზეფ ბორელი

„თვალსაჩინოა, რომ აშშ-თან და ნატო-სთან პირდაპირი დაპირისპირება რუსეთის ინტერესებში არ შედის. ვაფრთხილებთ და იმედი გვაქვს, რომ ვაშინგტონში აცნობიერებენ არაკონტროლირებადი ესკალაციის საშიშროებას“, – განაცხადა სერგეი რიაბკოვმა.

- Advertisement -spot_img

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

ბოლო სიახლეები

“ეს არის დივერსია საქართველოს ინტერესების, ხალხის ინტერესების წინააღმდეგ” – ლაშა ტუღუში “ხალხის ძალის” წარდგენილ კანონპროექტზე

(ACCnews) "ეს კანონი არის დივერსია საქართველოს ინტერესების, ხალხის ინტერესების წინააღმდეგ," - განაცხადა "ეროვნული პლატფორმის" წარმომადგენელმა ლაშა ტუღუშმა ჟურნალისტებთან საუბარში,...
- რეკლამა -spot_img

მსგავსი სიახლეები

- Advertisement -spot_img