Saturday, September 23, 2023

უკრაინის თავდაცვის სამინისტროსა და ისრაელს შორის მოლაპარაკებები ჩაიშალა

მთავარი

(ACCnews) ისრაელის თავდაცვის მინისტრ ბენი განცსა და მის უკრაინელ კოლეგას ალექსეი რეზნიკოვს შორის სატელეფონო საუბარი ორშაბათს იყო დაგეგმილი, მაგრამ ის გაუქმდა.

ამის შესახებ ისრაელის გაზეთი Haaretz-ი ისრაელისა და უკრაინის მთავრობებში წყაროებზე დაყრდნობით იუწყება.

როგორც გამოცემა წერს, ორშაბათს, 17 ოქტომბერს, ისრაელმა უარყო უკრაინის მოთხოვნა საუბრის გამართვის შესახებ.

გამოცემამ ყურადღება გაამახვილა, დიმიტრი მედვედევის განცხადებაზე, რომელიც აღშფოთებული იყო ისრაელის განზრახვით, მიეწოდებინა იარაღი უკრაინისთვის და გააფრთხილა, რომ ასეთი ნაბიჯი იერუსალიმს და მოსკოვს შორის კავშირებს დააზიანებს.

მეტი:   პოლონეთმა უკრაინისთვის შეიარაღებისა და ტყვია-წამლის მიწოდება დაიწყო

ისრაელის წყარომ განაცხადა, რომ მედვედევის თავდასხმის მიზეზი ისრაელის დიასპორის საკითხებში მინისტრის ნაჩმან შაიას ბოლო განცხადება გახდა, რომელიც თავის ქვეყანას უკრაინას სამხედრო დახმარების გაწევისკენ მოუწოდებდა.

Haaretz-ის ცნობით, ისრაელსა და უკრაინას შორის კოორდინაციის დამყარების მცდელობები რამდენიმე კვირის წინ დაიწყო. ბენი განცის ახლო გარემოცვამ განაცხადა, რომ მოლაპარაკებები მნიშვნელოვანი იყო ისრაელის თავდაცვის მინისტრისთვის და რომ ის რეზნიკოვთან საუბარს რამდენიმე დღეში აპირებდა. უკრაინის ოფიციალურმა პირებმა იმედი გამოთქვეს, რომ დაგეგმილი საუბარი სამხედრო თანამშრომლობის შესაძლებლობაზე იქნება ფოკუსირებული.

მეტი:   დმიტრო კულებას ცნობით, უკრაინა წელს მოკავშირეებისგან მიიღებს იარაღს, რომლის მიღებაც 2022 წელს ვერ მოხერხდა

გამოცემა იხსენებს, რომ განციმ და რეზნიკოვმა ბოლოს აპრილში ისაუბრეს. ამასთან, უკრაინულმა წყარომ განაცხადა, რომ შემდეგი საუბარი 24 აგვისტოს, უკრაინის დამოუკიდებლობის დღეს იყო დაგეგმილი, თუმცა მას შემდეგ ხუთჯერ გადაიდო. წყარომ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ორშაბათს დაგეგმილი ზარი ისრაელის ინიცირებული იყო, რომელმაც ის დანიშნულ დრომდე რამდენიმე საათით ადრე გააუქმა.

მეტი:   უკრაინის გენშტაბი: "რუსული ჯარების წინსვლა ყველა მიმართულებით შეჩერებულია"

ისრაელის ოფიციალურმა პირებმა ეს ინფორმაცია უარყვეს. ისრაელის თავდაცვის მინისტრის ოფისმა განაცხადა, რომ ის ზოგადად კომენტარს არ აკეთებს განცის განრიგზე.

ამასთან, უკრაინის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურ განცხადებაში ნათქვამია, რომ მან არაფერი იცოდა მინისტრების საუბრის შესახებ, რომელიც დაგეგმილი იყო.

- Advertisement -spot_img

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

ბოლო სიახლეები

“ეს არის დივერსია საქართველოს ინტერესების, ხალხის ინტერესების წინააღმდეგ” – ლაშა ტუღუში “ხალხის ძალის” წარდგენილ კანონპროექტზე

(ACCnews) "ეს კანონი არის დივერსია საქართველოს ინტერესების, ხალხის ინტერესების წინააღმდეგ," - განაცხადა "ეროვნული პლატფორმის" წარმომადგენელმა ლაშა ტუღუშმა ჟურნალისტებთან საუბარში,...
- რეკლამა -spot_img

მსგავსი სიახლეები

- Advertisement -spot_img