Saturday, June 3, 2023

“დღეს გადარჩენის ომი გვაქვს და ამ ომში გადავრჩებით, ამ გოლიათს ხერხემალში გადავამტვრევთ”- ოლექსი რეზნიკოვი

მთავარი

(ACCnews) “დღეს გადარჩენის ომი გვაქვს და ამ ომში გადავრჩებით, ამ გოლიათს ხერხემალში გადავამტვრევთ”- ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, ოლექსი რეზნიკოვმა განაცხადა.

მისი თქმით, უკრაინა ენდობოდა თავის მეზობელს, რომელთანაც ბუდაპეშტის მემორანდუმს მოაწერა ხელი და საკუთარ ჯარზე არ ზრუნავდა

„დღეს ჩვენ ქვეყნის გადარჩენისთვის ვიბრძვით. კიდევ ერთხელ ვადასტურებთ დამოუკიდებლობის უფლებას. ჩვენ 30 წელზე მეტია დამოუკიდებლად ვცხოვრობთ, ჩვენს საზღვრებში შევქმენით აბსოლუტურად დამოუკიდებელი ქვეყანა, ამიტომ დღეს შეიძლება მეტს ვიხდით იმის გამო, რომ საკუთარ არმიაზე არ ვზრუნავდით.

მეტი:   პუტინმა ლავროვის ებრაელებთან დაკავშირებული განცხადების გამო, ისრაელის პრემიერ-მინისტრს ბოდიში მოუხადა

ერთადერთი შეცდომა, რომელიც დანამდვილებით შემიძლია დავასახელო – ძალიან ვენდობოდით მეზობელს, რომელმაც ჩვენთან ბუდაპეშტის მემორანდუმი გააფორმა. ეს არის საერთაშორისო შეთანხმება და ჩვენ ისე გვჯეროდა ამ შეთანხმების, რომ არ ვფიქრობდით, რომ ჩვენს არმიაზე ზრუნვის გარეშე მტრის არმიაზე ზრუნვა მოგვიწევდა. დღეს გადარჩენის ომი გვაქვს და ამ ომში გადავრჩებით, ამ გოლიათს ხერხემალში გადავამტვრევთ“, – განაცხადა რეზნიკოვმა.

მეტი:   პენტაგონი ვერ ადასტურებს ცნობებს, რომ რუსეთს შესაძლოა, ტაქტიკური ბირთვული იარაღი რკინიგზის საშუალებით გადაჰქონდეს
მეტი:   "დიდ ყურადღებას მივაქცევთ ბირთვული ტრიადის გაძლიერებას"– ვლადიმერ პუტინი

უკრაინის თავდაცვის მინისტრი მიიჩნევს, რომ არც საქართველოში და არც უკრაინაში ომი არ იქნებოდა 2008 წელს ეს ქვეყნები ნატო-ში რომ მიეღოთ, მაგრამ ამჟამინდელი პარტნიორი ალიანსის წყალობით უკრაინა შეძლებს აგრესორის დამარცხებას.

- Advertisement -spot_img

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

ბოლო სიახლეები

“ეს არის დივერსია საქართველოს ინტერესების, ხალხის ინტერესების წინააღმდეგ” – ლაშა ტუღუში “ხალხის ძალის” წარდგენილ კანონპროექტზე

(ACCnews) "ეს კანონი არის დივერსია საქართველოს ინტერესების, ხალხის ინტერესების წინააღმდეგ," - განაცხადა "ეროვნული პლატფორმის" წარმომადგენელმა ლაშა ტუღუშმა ჟურნალისტებთან საუბარში,...
- რეკლამა -spot_img

მსგავსი სიახლეები

- Advertisement -spot_img