(ACCnews) “დროა, მსოფლიომ მიანიჭოს რუსეთს ტერორისტული სახელმწიფოს სამართლებრივი სტატუსი”, – ამის შესახებ სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ უკრაინის თავდაცვის მინისტრი ოლექსეი რეზნიკოვი წერს.
„რუსეთი განაგრძობს სარაკეტო-უპილოტო დარტყმებს უკრაინის სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე. მათ არ ერიდებათ, იყვნენ დე ფაქტო ტერორისტული სახელმწიფო. დროა, მსოფლიომ მიანიჭოს სათანადო სამართლებრივი სტატუსი და მოეპყრონ მას ისე, როგორც ეს გააკეთეს ლატვიამ, ესტონეთმა პოლონეთმა და ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ“, – წერს რეზნიკოვი.