Saturday, June 3, 2023

“ვინ წარადგენს რუსეთს შესაძლო მოლაპარაკებებზე მომავალში? მე გეტყვით, ისინი, ვინც თქვენ უკვე მოგატყუათ” – ოლექსეი რეზნიკოვი რუს ოფიცრებს მიმართავს

მთავარი

(ACCnews) უკრაინის თავდაცვის მინისტრის თქმით, ადამიანთან, რომელიც ჯერ ხელმძღვანელობს რუსეთს, უკვე აღარავინ ისაუბრებს.

ალექსეი რეზნიკოვის ვიდეო მესიჯი რუსი ოფიცრებისა და სამხედრო სარდლობისადმი, პუტინის დაბადების დღეს, 7 ოქტომბერს გამოქვეყნდა.

„არავინ დაელაპარაკება იმ ადამიანს, რომელიც ჯერ კიდევ ხელმძღვანელობს რუსეთს, ეს ნათლად თქვა უკრაინის პრეზიდენტმა.

ვინ წარმოადგენს რუსეთს მომავალ მოლაპარაკებებში? მე გეტყვი. ვინც უკვე მოგატყუათ.ემზადება ყველაფერში, დამნაშავედ თქვენ გამოგაცხადოთ, რადგან ახლა საკითხი ასე დგას – ან ისინი, ან თქვენ. და თქვენ იცით, რომ ეს სიმართლეა“. – განაცხადა რეზნიკოვმა.

მეტი:   ანდრეი კასიანოვის ცნობით, უკრაინამ საქართველოს 2008 წლის ომის დროს გადაცემული „ბუკის“ სარაკეტო კომპლექსების დაბრუნება სთხოვა

რეზნიკოვის განცხადებით, რუსეთის ხელმძღვანელობამ რუსი სამხედროები „სიკვდილისთვის გაწირეს“, ხოლო პრეზიდენტი პუტინი „ბუნკერში იმალება და დარტყმას საკუთარ თავზე არ იღებს“.

“მას ეშინია თქვენი გამჭრიახობის, ზიზღისა და თქვენი სამართლიანი რისხვის”, –  აღნიშნა უკრაინის თავდაცვის მინისტრმა.

რეზნიკოვი აღნიშნავს, რომ უკრაინის პრეზიდენტი ფრონტს სტუმრობს უკრაინელ ჯარისკაცებს ცხელ წერტილში.

მეტი:   "რუსეთი მხარს უჭერს მეზობლების სუვერენიტეტს, უკრაინა გამონაკლისია" - ვლადიმერ პუტინი

“ჩვენი პრეზიდენტი თავის ჯართანაა. სად არის შენი?” – მიმართავს რეზნიკოვი რუს სამხედროებს.

რეზნიკოვმა აღნიშნა, რომ ნატოს ქვეყნები უკრაინას იარაღს აწვდიან, საიდანაც უკრაინელი ჯარისკაცები რუსებს ესვრიან.

მან ასევე განაცხადა, რომ მოსკოვის ჩინოვნიკების და პოლიტიკოსების ოჯახები, რომლებმაც თავიანთი მოქალაქეები ომში გაგზავნეს, ფული და ქონებას ნატოს იმ ქვეყნებში აბანდებენ, საიდანაც უკრაინას იარაღსით ამარაგებენ“.

მეტი:   თურქეთმა საქართველოს თავდაცვის ძალებს სხვადასხვა სახის ტექნიკა გადასცა

“მათი ოჯახები ნატოს ქვეყნებში არიან. ბოლო დროს ისინი თავს მშვენივრად გრძნობდნენ ლონდონში და ვაშინგტონში. მათ არ სჭირდებოდათ ლიმანი, პოპასნაია ან კახოვკა სამასი წლის განმავლობაში. მათ არც კი იციან სად არის”, – თქვა რეზნიკოვმა.

მან მოუწოდა რუს სამხედროებს გადაარჩინონ რუსეთი ტრაგედიისგან და რუსული არმია დამცირებისგან და ასევე დაჰპირდა “უსაფრთხოებასა და სამართლიანობას ყველას, ვინც უარს იტყვის ბრძოლაზე”.

- Advertisement -spot_img

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

ბოლო სიახლეები

“ეს არის დივერსია საქართველოს ინტერესების, ხალხის ინტერესების წინააღმდეგ” – ლაშა ტუღუში “ხალხის ძალის” წარდგენილ კანონპროექტზე

(ACCnews) "ეს კანონი არის დივერსია საქართველოს ინტერესების, ხალხის ინტერესების წინააღმდეგ," - განაცხადა "ეროვნული პლატფორმის" წარმომადგენელმა ლაშა ტუღუშმა ჟურნალისტებთან საუბარში,...
- რეკლამა -spot_img

მსგავსი სიახლეები

- Advertisement -spot_img