(ACCnews) “როცა გუტერეში კიევშია, რუსეთის თავდასხმა არის მსოფლიო უსაფრთხოებაზე თავდასხმა,” – ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრი, ოლექსეი რეზნიკოვი სოციალურ ქსელ “ტვიტერში” წერს.
“მაშინ როცა გაეროს გენერალური მდივანი, ანტონიო გუტერეში არის კიევში, გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრი – რუსეთი – ქალაქზე სარაკეტო თავდასხმებს ახორციელებს. ეს არის თავდასხმა გენერალური მდივნის უსაფრთხოებაზე და მსოფლიოს უსაფრთხოებაზე!” – წერს უკრაინის თავდაცვის მინისტრი.
ცნობისთვის, ცოტა ხნის წინ ინფორმაცია გავრცელდა, რომლის თანახმად, კიევში აფეთქების ხმა ორჯერ გაისმა.