(ACCnews) სააგენტო Reuters-ი სანდო წყაროზე დაყრდნობით იუწყება, რომ აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი უკრაინას დამატებით 100 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარებას გამოუყოფს.
აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ჯო ბაიდენმა 28 აპრილს კონგრესს 33 მილიარდ დოლარი სთხოვა მიმდინარე წლის სექტემბრამდე უკრაინისათვის ჰუმანიტარული და სამხედრო დახმარების დასაფინანსებლად. 33 მილიარდი დოლარის პაკეტი მოიცავს 20.4 მილიარდი დოლარის დამატებით დახმარებას უსაფრთხოებისა და სამხედრო სფეროში, ასევე დამატებით სახსრებს აშშ-ის ძალისხმევის დასაფინანსებლად ევროპის უსაფრთხოების გაძლიერების კუთხით.
ინფორმაციისთვის, ომის დაწყებიდან დღემდე აშშ-მა უკრაინას 3,4 მილიარდი დოლარის შეიარაღება მიაწოდა.