(ACCnews) სააგენტო Reuters-ი ფინურ გაზეთ Iltalehti-ზე დაყრდნობით იტყობინება, რომ შესაძლოა, რუსეთმა ხვალიდან ფინეთს გაზის მიწოდება შეუწყვიტოს. გაზეთი აღნიშნულ ინფორმაციას ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
აღსანიშნავია, რომ ფინეთში გამოყენებული გაზის უმეტესი ნაწილი რუსეთიდან მოდის, თუმცა გაზი ქვეყნის წლიური ენერგიის მოხმარების მხოლოდ 5%-ს შეადგენს.
თუმცა, გაზის მიწოდების უმეტესი ნაწილის დაკარგვა ნიშნავს, რომ ინდუსტრიის გიგანტებს, როგორიცაა Neste და Metsa და ასევე სხვა კომპანიებს სატყეო, ქიმიურ და კვების მრეწველობაში, მოუწევთ ენერგიის ალტერნატიული წყაროების მოძიება ან წარმოების ადაპტირება.
შეგახსენებთ, რომ ფინეთის პრეზიდენტმა და პრემიერ-მინისტრმა 12 მაისს განაცხადეს, რომ ნატო-ში გაწევრების შესახებ განაცხადის გაკეთება რაც შეიძლება მალეა საჭირო.