(ACCnews) თურქეთმა ფინეთისა და შვედეთის ნატოში გაწევრიანებაზე თანხმობის პირობები დაასახელა. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, მევლუთ ჩავუშოღლუს განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.
კერძოდ, როგორც გამოცემა წერს, მევლუთ ჩავუშოღლუმ ბერლინში, ნატოს მინისტერიალის შემდეგ განაცხადა, რომ შვედეთმა და ფინეთმა საკუთარ ქვეყნებში ტერორისტული დაჯგუფების დაფინანსება უნდა შეწყვიტონ, უსაფრთხოების გარანტიები უნდა წარმოადგინონ და გააუქმონ თურქეთიდან ექსპორტზე დაწესებული შეზღუდვები.
მისივე განცხადებით, ისაკითხები თავის შვედ და ფინელ კოლეგებთან უკვე განიხილა და დააზუსტა, რომ თურქეთის აღშფოთებას შვედეთის მიერ ქურთისტანის მუშათა პარტიის სამხედრო დაჯგუფება იწვევს, რომელსაც შვედეთი უჭერს მხარს, თურქეთი, ევროკავშირი და შეერთებული შტატები კი ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარებენ.
“უსაფრთხოების გარანტიები გვჭირდება. უნდა შეწყვიტონ ტერორისტული ორგანიზაციების მხარდაჭერა. ეს არც მუქარაა და არც მოლაპარაკებები, სადაც საკუთარი ინტერესებისთვის ვიბრძვით. ეს არც პოპულიზმია. საუბარია იმაზე, რომ ალიანსის პოტენციური წევრები ტერორიზმს უჭერენ მხარს,” – განაცხადა მევლუთ ჩავუშოღლუმ.
ცნობისთვის, 14 მაისს, თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯებ ტაიპ ერდოღანმა განაცხადა, რომ მხარს ვერ დაუჭერს ფინეთისა და შვედეთის ალიანსში გაწევრიანებას, რადგან „ამ ქვეყნებში ბევრი ტერორისტული ორგანიზაცია.
ამასთან შეგახსენებთ, რომ შეგახსენებთ, ფინეთის პრეზიდენტმა და პრემიერ-მინისტრმა 12 მაისს განაცხადეს, რომ ნატო-ში გაწევრების შესახებ განაცხადის გაკეთება რაც შეიძლება მალეა საჭირო.