Saturday, January 28, 2023

“ევროპარლამენტის რეზოლუცია არის გაფრთხილება ივანიშვილისთვის და თუ ყურად არ იღებს, ამას მოჰყვება კონკრეტულ ქმედით მექანიზმებში ასახვა” – პაატა მანჯგალაძე

მთავარი

(ACCnews) “ევროპარლამენტის რეზოლუცია არის გაფრთხილება ბიძინა ივანიშვილისთვის და თუ ყურად არ იღებს, ამას მოჰყვება კონკრეტულ ქმედით მექანიზმებში ასახვა,” – ამის შესახებ “სტრატეგია აღმაშენებლის” დეპუტატმა პაატა მანჯგალაძემ განაცხადა, რითაც ევროპარლამენტის რეზოლუციას გამოეხმაურა, სადაც ბიძინა ივანიშვილისთვის სანქციების დაწესებასა და მიხეილ სააკაშვილის და ნიკა გვარამიას გათავისუფლებაზეა საუბარი.

მისივე თქმით, ეს არის “ქართული ოცნების” გაფრთხილება, რომლის ქმედებებიც მოსკოვს ახარებს.

მეტი:   "მოგიწოდებთ, მეტად ქმედითი და მკვეთრი ნაბიჯები გადადგათ" - ცნობილი მომღერალი აშშ-ის საელჩოსა და ევროკავშირს მიმართავს

“რეზოლუციამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ არავის სჯერა საქართველოს ხელისუფლების, რომ სააკაშვილს ისე ექცევა, როგორც ამბობს, მის მიმართ მიმდინარეობს წამება და კიდევ ერთხელ დაადასტურა გუშინდელმა კადრებმა, რომ სააკაშვილი არის ძალიან ცუდად. გუშინდელი რეზოლუცია არის გაფრთხილება ბიძინა ივანიშვილისთვის და თუ არ იღებს ყურად, ამას მოჰყვება კონკრეტული ქმედით მექანიზმებში ასახვა, მათ შორის, ამერიკის ხაზინის ფინანსურმა დეპარტამენტმაც შეიძლება გაიზიაროს ეს რეკომენდაცია და დაადოს სანქციები ივანიშვილს. ეს არის გაფრთხილება “ქართული ოცნებისთვის”, რომ დროზე მოეგოს გონს, შეწყვიტოს ანტიქართული ქმედებები, რადგან პოზიტიური სიგნალები მოსკოვში მიდის მხოლოდ საქართველოდან, მოსკოვს არსაიდან აქვს სასიხარულო ცნობები, ეს აქვს მხოლოდ საქართველოდან, ყველაფერს აკეთებს “ქართული ოცნება”, რომ ასიამოვნოს პუტინს, რუსეთს. ის, რომ ხელისუფლება უპირისპირდება დასავლელ პარტნიორებს, რომ საქართველო შეიძლება მოჰყვეს სანქციებში, არ მოგვცენ კანდიდატის სტატუსი, რომ შეიძლება საქართველოს მესამე პრეზიდენტი მოკლას პოლიტიკური მიზნების გამო ვიღაცამ, ეს ახარებს მხოლოდ მოსკოვს,” – განაცხადა მანჯგალაძემ.

მეტი:   "აშშ მზადაა საქართველოს დაეხმაროს ამ პროცესში ნებისმიერი კუთხით" - კელი დეგნანი
- Advertisement -spot_img

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

ბოლო სიახლეები

ანდრეი კასიანოვის ცნობით, უკრაინამ საქართველოს 2008 წლის ომის დროს გადაცემული „ბუკის“ სარაკეტო კომპლექსების დაბრუნება სთხოვა

(ACCnews) "უკრაინამ საქართველოს 2008 წლის ომის დროს გადაცემული „ბუკის“ სარაკეტო კომპლექსების დაბრუნება სთხოვა" - ამის შესახებ საუბარია საქართველოში უკრაინის...
- რეკლამა -spot_img

მსგავსი სიახლეები

- Advertisement -spot_img