(ACCnews) ამერიკელი რეპერი ქულიო 59 წლის ასაკში გარდაიცვალა, – ინფორმაციას მედიასაშუალებები მის მენეჯერზე დაყრდნობით ავრცელებენ.
მუსიკოსი მეგობრის სახლში, ლოს ანჯელესში, სააბაზანოში უგონო მდგომარეობაში იპოვეს. გარდაცვალების მიზეზად, წინასწარი ცნობით, გულის შეტევა სახელდება.
ქულიო 1990-იან წლებში, ჰიპ-ჰოპის ყველაზე პოპულარულ შემსრულებლებს შორის სახელდებოდა.
მან Gangsta’s Paradise-ის საუკეთესო, სოლო რეპ შესრულებისთვის „გრემიც“ მოიპოვა