Wednesday, September 27, 2023

“ომის მხარდასაჭერად ჩინეთი რუსეთს შეიარაღებას არ გაუგზავნის” – ჩინეთის ელჩი აშშ-ში

მთავარი

(ACCnews) უკრაინაში ომის მხარდასაჭერად ჩინეთი რუსეთს შეიარაღებასა და საბრძოლო მასალას არ გაუგზავნის, – ამის შესახებ აშშ-ში ჩინეთის ელჩმა, ქინ განგმა „განაცხადა. ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.

ჩინელი დიპლომატის თქმით, რუსეთის საჯარო დაგმობა და სანქციები კრიზისის მოგვარებას ვერ შველის და საჭიროა „კარგი დიპლომატია“.

პეკინმა უარყო გასულ კვირას ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მზად იყო მოსკოვისთვის შეიარაღების მიწოდებისთვის და მას „დეზინფორმაცია“ უწოდა.

მეტი:   PepsiCo რუსეთში ბიზნესს აჩერებს, საბავშვო კვებას ტოვებს

ცნობისათვის, აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა გააფრთხილა თავისი ჩინელი კოლეგა სი ძინპინი, რომ თუ პეკინი მატერიალურ დახმარებას გაუწევს მოსკოვს, ამას „შედეგები“ მოჰყვება.

შეგახსენენბთრუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ომს 24 თებერვლიდან აწარმოებს, რასაც წინ უძღოდა პრეზიდენტ პუტინის მიერ უკრაინის ორი სეპარატისტული რეგიონის, დონეცკის და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების “დამოუკიდებლობის” აღიარება. მანამდე რუსეთმა მოითხოვა, რომ უკრაინა არ გახდეს ნატოს წევრი.

მეტი:   "დეპარტამენტის ანგარიშში არაფერია იმაზე მეტი ნათქვამი, რომ სააკაშვილს პოლიტპატიმრად მიიჩნევენ ოპოზიციური პარტიები" - მიხეილ სარჯველაძე

პუტინს უკრაინაში “სპეციალური სამხედრო ოპერაციის” მიზნად გამოცხადებული აქვს უკრაინის “დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია”. რუსეთი აცხადებს, რომ ის მშვიდობიანი მოსახლეობის სამიზნე არ არის.

რუსული არმია უკრაინაში ბომბავს არა მხოლოდ სამხედრო, არამედ სამოქალაქო ობიექტებსაც. ომმა უკვე იმსხვერპლა ასეულობით მშვიდობიანი უკრაინელის სიცოცხლე. მათ შორის 120-მდე ბავშვია. 3 მილიონზე მეტი დევნილი გახდა. დაბომბილია საცხოვრებელი სახლები, სკოლები, საავადმყოფოები.

მეტი:   საქართველოს პრეზიდენტი სამუშაო ვიზიტით საფრანგეთში იმყოფება

რუსეთს უკრაინაში შეღწევის გამო აშშ-მ, ევროკავშირის ქვეყნებმა, გაერთიანებულმა სამეფომ, იაპონიამ და ავსტრალიამ სანქციები დაუწესეს.

კრემლის თქმით, შეერთებული შტატებისა და მისი მოკავშირეების მიერ ეკონომიკური სანქციები ომის გამოცხადებას უტოლდება.

- Advertisement -spot_img

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

ბოლო სიახლეები

“ეს არის დივერსია საქართველოს ინტერესების, ხალხის ინტერესების წინააღმდეგ” – ლაშა ტუღუში “ხალხის ძალის” წარდგენილ კანონპროექტზე

(ACCnews) "ეს კანონი არის დივერსია საქართველოს ინტერესების, ხალხის ინტერესების წინააღმდეგ," - განაცხადა "ეროვნული პლატფორმის" წარმომადგენელმა ლაშა ტუღუშმა ჟურნალისტებთან საუბარში,...
- რეკლამა -spot_img

მსგავსი სიახლეები

- Advertisement -spot_img