(ACCnews) “რუსეთმა “სარმატის” ტიპის კონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტა გამოსცადა,” – ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
როგორც უწყებაში აღნიშნეს, რაკეტის გამოცდამ წარმატებით ჩაიარა. მათივე ინფორმაციით, ეს აღნიშნული ტიპის რაკეტის პირველი გაშვება იყო.
“ეს მართლაც უნიკალური იარაღი გააძლიერებს ჩვენი შეიარაღებული ძალების საბრძოლო პოტენციალს, საიმედოდ უზრუნველჰყოფს რუსეთის უსაფრთხოებას გარე საფრთხეებისგან და დააფიქრებს მათ, ვინც გააფთრებული აგრესიული რიტორიკით ცდილობს დაემუქროს ჩვენს ქვეყანას,” – განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა.