Saturday, September 23, 2023

“პუტინის რეჟიმის დაცემით რუსები უნდა იყვნენ დაინტერესებული” – ვოლოდიმირ ზელენსკი

მთავარი

(ACCnews) “უკრაინა ყოველთვის მზადაა დაეხმაროს მსოფლიოს ჰუმანიტარული მისიებით, მაგრამ თავად რუსები უნდა იყვნენ დაინტერესებული რუსეთში ხელისუფლების ცვლილებით”. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ ფრანგულ ტელეარხებთან TF1 და LCI-თან ინტერვიუში განაცხადა.

მეტი:   კელი დეგნანი სამეგრელოში: აშშ-საქართველოს დიპლომატიური ურთიერთობების 30 წლისთავი

„მე არ მაქვს ეს ინფორმაცია (რომ პუტინის რეჟიმი შეიძლება დაეცა – რედ.). თუ გსურთ ჩვენი დახმარება, ჩვენ ვართ ადამიანები, რომლებიც ყოველთვის მზად ვართ დავეხმაროთ მსოფლიოს ჰუმანიტარული მისიებით. რაც შეეხება ხელისუფლების შეცვლას, ვფიქრობ, უპირველეს ყოვლისა, უნდა იყოს გამოხატული მათი ხალხის, მათი საზოგადოების ინტერესი. სწორედ მათ ართმევენ თავისუფლებას, მათ წაართვეს ისტორია, ისინი იზოლირებულნი არიან სამყაროსგან“, – განაცხადა ზელენსკიმ.

მეტი:   "რუსეთს უნდა შეუჩერდეს გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოში მონაწილეობის უფლება" - ლინდა ტომას-გრინფილდი
მეტი:   "კიევში სასწავლო პროცესი ონლაინ ფორმატში 28 მარტიდან განახლდება" - ვიტალი კლიჩკო

მან დასძინა, რომ თუ რუსებს არ სურთ ხელისუფლების შეცვლა, რასაც ასეთი შედეგები მოჰყვება, ისინი სახელმწიფოს, კულტურისა და ისტორიის დაკარგვის რისკის ქვეშ იქნებიან.

- Advertisement -spot_img

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

ბოლო სიახლეები

“ეს არის დივერსია საქართველოს ინტერესების, ხალხის ინტერესების წინააღმდეგ” – ლაშა ტუღუში “ხალხის ძალის” წარდგენილ კანონპროექტზე

(ACCnews) "ეს კანონი არის დივერსია საქართველოს ინტერესების, ხალხის ინტერესების წინააღმდეგ," - განაცხადა "ეროვნული პლატფორმის" წარმომადგენელმა ლაშა ტუღუშმა ჟურნალისტებთან საუბარში,...
- რეკლამა -spot_img

მსგავსი სიახლეები

- Advertisement -spot_img