Wednesday, March 29, 2023

“დიდ ყურადღებას მივაქცევთ ბირთვული ტრიადის გაძლიერებას”– ვლადიმერ პუტინი

მთავარი

(ACCnews) ისევე, როგორც მანამდე, დიდ ყურადღებას მივაქცევთ ბირთვული ტრიადის გაძლიერებას, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომელმაც რუსებს „სამშობლოს დამცველის დღე“ მიულოცა.

პუტინმა იმ სარაკეტო სისტემებზე ისაუბრა, რომლის წარმოების დაწყებასაც აპირებს.

მეტი:   "ეს არის ნათელი მაგალითი, რომ საქართველოს აქვს ევროპული მომავალი და ევროპული გზა ევროპის კავშირისკენ" - გერმანიის ელჩი საქართველოში

„წელს, საბრძოლო მზადყოფნაში მოვიყვანთ „სარმატის“ სარაკეტო სისტემის პირველ გამშვებებს ახალი მძიმე რაკეტით. გავაგრძელებთ „კინჟალის“ ჰიპერბგერითი სისტემების სრულ წარმოებას და დავიწყებთ „ცირკონის“ საზღვაო ბაზირების ჰიპერბგერითი რაკეტების მასობრივ განლაგებას“, – განაცხადა პუტინმა დღეს დილით გავრცელებულ განცხადებაში.

მეტი:   თეთრი სახლი - პრეზიდენტი ბაიდენი პუტინთან შეხვედრას დათანხმდა

მან „სამშობლოს დამცველის დღე“ უკრაინის ომში მონაწილე რუს სამხედროებს მიულოცა და განაცხადა, რომ ისინი ებრძვიან „უკრაინაში ფესვგადგმულ ნეონაციზმს“.

„მინდა გულწრფელად მივულოცო დღესასწაული სამხედრო მოსამსახურეებს, მოხალისეებს, მობილიზებულ მოქალაქეებს, სხვადასხვა პროფესიის სპეციალისტებს, რომლებიც მონაწილეობენ სპეცოპერაციაში. ახლა ჩვენი მებრძოლები გმირულად ებრძვიან უკრაინაში ფესვგადგმულ ნეონაციზმს, იცავენ ჩვენს ხალხს ჩვენს ისტორიულ ტერიტორიებზე“, – განაცხადა პუტინმა.

მეტი:   რეჯეფ თაიფ ერდოღანი ვლადიმერ პუტინს ესაუბრა
- Advertisement -spot_img

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

ბოლო სიახლეები

“ეს არის დივერსია საქართველოს ინტერესების, ხალხის ინტერესების წინააღმდეგ” – ლაშა ტუღუში “ხალხის ძალის” წარდგენილ კანონპროექტზე

(ACCnews) "ეს კანონი არის დივერსია საქართველოს ინტერესების, ხალხის ინტერესების წინააღმდეგ," - განაცხადა "ეროვნული პლატფორმის" წარმომადგენელმა ლაშა ტუღუშმა ჟურნალისტებთან საუბარში,...
- რეკლამა -spot_img

მსგავსი სიახლეები

- Advertisement -spot_img