(ACCnews) რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში ერთი დღით ცეცხლის შეწყვეტის განკარგულება გასცა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
როგორც რუსული მედია წერს, ცეცხლი შეწყვეტის რეჟიმი 6 იანვარს, მოსკოვის დროით ღამის 12:00 საათზე ამოქმედდება და 7 იანვრის 24:00 საათამდე გაგრძელდება.
ცნობისთვის, პუტინის განკარგულებამდე ე.წ. საშობაო ზავის ინიციატივით თავდაპირველად რუსეთის პატრიარქი კირილი გამოვიდა. უკრაინის პრეზიდენტის ოფისის უფროსმა მრჩეველმა, მიხაილო პოდოლიაკმა კი კირილის ინიციატივას პროპაგანდისტული ნიშნებით სავსე ცინიკური მახე უწოდა.