Wednesday, September 27, 2023

“ჩემთვის აშკარაა როგორ გამოიყურება პუტინის “გამარჯვების” გეგმა“ – მიხეილ სააკაშვილი

მთავარი

“ჩემთვის აშკარაა როგორ გამოიყურება პუტინის “გამარჯვების” გეგმა” – ამის შესახებ წერს წერილში მსჯავდადებული მიხეილ სააკაშვილი, რომელსაც  “უკრაინსკაია პრავდას” უგზავნის. სააკაშვილი მიიჩნევს, რომ თუ პუტინი უკრაინის ომში “გაიმარჯვებს”, რუსეთი ოთხი ახალი ტერიტორიის – ლუგანსკის, დონეცკის, ხერსონის ოლქების და სამხრეთ ოსეთის მიერთებაზე განაცხადებს.

“მთავარი ბრძოლა ჯერ წინაა. არანაირი დანებება. მოსკოვი მუდმივად მიუთითებს მოლაპარაკებებში გარკვეულ პროგრესზე და უკრაინის “უფრო რეალისტურ” მიდგომაზე საუბრობს. სინამდვილეში, კრემლისგან რეალური მოლაპარაკებები ძალიან შორსაა და მათი შედეგი ახლა ფრონტზე წყდება. საქართველოში არსებული ვითარება უკრაინაში პუტინის გეგმების სრულყოფილი სურათის შედგენას ხელს უწყობს. ფაქტია, რომ კიევში აგრესორი რუსეთის ჯარების დამარცხების შემდეგ, თვითგამოცხადებულმა სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტმა გამოაცხადა რომ მაის-ივნისში სამხრეთ ოსეთი რეფერენდუმს ჩაატარებს რუსეთში გაწევრიანებაზე.

მეტი:   "ტაივანი უკრაინის დედაქალაქ კიევს $8 მილიონის დახმარებას გაუგზავნის" - ჯოზეფ ვუ

ჩემთვის აშკარაა როგორ გამოიყურება პუტინის “გამარჯვების” გეგმა. მაისს – ივნისში რუსეთი აპირებს ლუგანსკისა და დონეცკის ოლქების დაკავებას თავიანთ ადმინისტრაციულ საზღვრებში, ყირიმში დერეფნის დაწესებას და ხერსონის ოლქზე კონტროლს, რეფერენდუმის ჩატარებას და რუსეთის მიერ ოთხი ახალი მიწის მიერთებას გამოაცხადებს: ლუგანსკს, დონეცკს, ხერსონის ოლქებს და სამხრეთ ოსეთს.

მეტი:   "ამერიკულმა გამოცდილებამ მოლოდინს გადააჭარბა" - კონკურსში გამარჯვებული ქართველი გოგონა

ახლა ყოველი ხუთივე მიწისთვის ბრძოლაა საჭირო, არ მივცეთ რუსეთს დრო ანექსიის აქტის გასაფორმებლად. ის არ გამოაცხადებს ანექსიას, სანამ სრულ კონტროლს არ მოახდენს უკრაინის სამი რეგიონის მთელ ტერიტორიაზე, შესაბამისად ხერსონის ყველა დაპყრობილ სოფელს და დონბასის დასახლებებზე უკრაინის შეიარაღებული ძალების კონტროლს შეინარჩუნებს.  ამ მიზანს ვერ უნდა მიაღწიოს  კაცობრიობის მთავარმა მტერმა. მაშინ როცა პრეზიდენტმა ზელენსკიმ და მისმა გუნდმა მთელი კამპანია არა მხოლოდ ბრძოლის ველზე, არამედ  დიპლომატიურ და საინფორმაციო ფრონტზე უშეცდომოდ აწარმოეს. მათ შექმნეს ახალი მსოფლიო სტანდარტები, ამიტომ ახლა განსაკუთრებით სჭირდება მას ყველას მხარდაჭერა ისე, როგორც არასდროს”, – მიხეილ სააკაშვილისგან “უკრაინსკაია პრავდასთვის”.

მეტი:   კელი დეგნანმა და ამერიკელმა სამხედროებმა პატივი მიაგეს აფხაზეთის ომში დაღუპულთა ხსოვნას

შეგახსენებთ, რუსეთის საოკუპაციო ჯარები უკრაინის ტერიტორიაზე 24 თებერვალს შეიჭრნენ. პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ “უკრაინული აგრესიის” მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

- Advertisement -spot_img

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

ბოლო სიახლეები

“ეს არის დივერსია საქართველოს ინტერესების, ხალხის ინტერესების წინააღმდეგ” – ლაშა ტუღუში “ხალხის ძალის” წარდგენილ კანონპროექტზე

(ACCnews) "ეს კანონი არის დივერსია საქართველოს ინტერესების, ხალხის ინტერესების წინააღმდეგ," - განაცხადა "ეროვნული პლატფორმის" წარმომადგენელმა ლაშა ტუღუშმა ჟურნალისტებთან საუბარში,...
- რეკლამა -spot_img

მსგავსი სიახლეები

- Advertisement -spot_img