Wednesday, June 7, 2023

“პეტრე პირველი რუსეთის ტერიტორიებს აბრუნებდა, როგორც ჩანს, ჩვენც გვერგო წილად ტერიტორიების დაბრუნება და განმტკიცება” – ვლადიმერ პუტინი

მთავარი

(ACCnews) “პეტრე პირველი რუსეთის ტერიტორიებს აბრუნებდა, როგორც ჩანს, ჩვენც გვერგო წილად ტერიტორიების დაბრუნება და განმტკიცება,” – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ახალგაზრდებთან შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

“ჩვენ ახლახან ვიყავით პეტრე პირველის 350 წლის იუბილესადმი მიძღვნილ გამოფენაზე და არაფერი შეცვლილა. პეტრე პირველის ჩრდილოეთის ომი 21 წელი გრძელდებოდა. ვითომდა ეომებოდა შვედეთს და რაღაცის მიტაცებას ცდილობდა. არაფერიც, ის კი არ იტაცებდა, არამედ აბრუნებდა ტერიტორიებს.

მეტი:   თბილისში სამხრეთ კორეის საელჩოს გახსნა იგეგმება

როდესაც პეტრე პირველმა საფუძველი დაუდო ახალ დედაქალაქს, მაშინ ევროპის არც ერთი სახელმწიფო არ აღიარებდა ამ ტერიტორიას რუსეთის კუთვნილებად. ყველა ამბობდა, რომ ის შვედეთისაა. არადა, იქ უძველესი დროიდან სახლობდნენ სლავები და ეს ტერიტორია იყო რუსეთის სახელმწიფოს კონტროლქვეშ. იგივე ეხება დასავლეთის მიმართულებასაც. ის აბრუნებდა ტერიტორიებს. როგორც ჩანს, ჩვენც გვერგო წილად რუსეთის ტერიტორიების დაბრუნება და განმტკიცება. თუ გამოვდივართ იქიდან, რომ ეს საბაზისო საფუძვლები ჩვენი არსებობის საფუძველს წარმოადგენენ, მაშინ წარმატებას მივაღწევთ იმ ამოცანების გადაჭრაში, რომელიც ჩვენ წინაშე დგას,” – განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.

მეტი:   "ქართველებს კარგად გვესმის, თუ რას განიცდის უკრაინელი ერი!" - სალომე ზურაბიშვილი
- Advertisement -spot_img

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

ბოლო სიახლეები

“ეს არის დივერსია საქართველოს ინტერესების, ხალხის ინტერესების წინააღმდეგ” – ლაშა ტუღუში “ხალხის ძალის” წარდგენილ კანონპროექტზე

(ACCnews) "ეს კანონი არის დივერსია საქართველოს ინტერესების, ხალხის ინტერესების წინააღმდეგ," - განაცხადა "ეროვნული პლატფორმის" წარმომადგენელმა ლაშა ტუღუშმა ჟურნალისტებთან საუბარში,...
- რეკლამა -spot_img

მსგავსი სიახლეები

- Advertisement -spot_img