(ACCnews) მოსკოვში უსაფრთხოების გასაძლიერებლად რუსეთის შეიარაღებული ძალების ელიტარული ქვედანაყოფი განლაგდა, რადგან პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი შიშობს, რომ მას გადატრიალების შედეგად გადააყენებენ, – ამის შესახებ The Sun უკრაინის დაზვერვის წყაროებზე დაყრდნობით იუწყება.
„კიევის დაზვერვის წარმომადგენლებს აცნობეს, რომ პუტინის ელიტარულმა დაჯგუფებამ, რუსეთში რეიდები და დაკავებები დაიწყეს“, – ნათქვამია განცხადებაში.
კიევის სპეცსამსახურებმა განაცხადეს, რომ „მოსკოვის პერიმეტრზე ყველა სამხედრო ნაწილი მზადყოფნაშია“, თუმცა რუსეთის მასმედიაში მსგავსი ინფორმაცია არ გავრცელებულა.
ODON-ის ჯარებს – ოფიციალურად უწოდებენ ცალკეულ ოპერატიულ განყოფილებას, რომელიც წარმოადგენს რუსეთის გვარდიის შიდა უსაფრთხოების განყოფილებას.
სწრაფი რეაგირების სპეციალურ ჯგუფს დაახლოებით 18000 ადამიანი ჰყავს და მას გენერალ-მაიორი მიკოლა კუზნეცოვი ხელმძღვანელობს.
კიევის დაზვერვამ განაცხადა, რომ ODON-ის ძალები განლაგდნენ მოსკოვში და “განხორციელდა მრავალი დაპატიმრება, დაკავება და ბლოკადა”.
შეგახსენებთ, გუშინ რუსმა ოკუპანტებმა უკრაინის ტერიტორიაზე 84-ზე მეტი სარაკეტო და საჰაერო დარტყმა განახორციელეს. საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურის ინფორმაციით, დაიღუპა 14 ადამიანი, დაშავდა 97.
საღამოს ზელენსკიმ განაცხადა, რომ 11 ოქტომბერს იგეგმება G7-ის საგანგებო შეხვედრა, რომელიც შეეხება რუსეთის აგრესიას უკრაინის წინააღმდეგ.
მოგვიანებით, რუსეთის დიქტატორმა ვლადიმერ პუტინმა აღიარა უკრაინის ქალაქების და კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტების დაბომბვა და ასევე დაემუქრა უკრაინას ახალი დარტყმებით.