Monday, June 5, 2023

პუტინისა და ლუკაშენკოს შეხვედრა, უკრაინის წინააღმდეგ ომის ახალი ეტაპისთვის საინფორმაციო პირობების შექმნას ისახავს მიზნად – ISW

მთავარი

(ACCnews) ვლადიმერ პუტინისა და ალექსანდრე ლუკაშენკოს შეხვედრა, რომელიც ბელორუსიაში დღეს უნდა შედგეს, მტრის ძალისხმევის ნაწილია, რომელიც მიზნად ისახავს უკრაინის წინააღმდეგ ომის ახალი ეტაპისთვის საინფორმაციო პირობების შექმნას. – ამის შესახებ ომის შესწავლის ამერიკული ინსტიტუტი (ISW) იტყობინება.

ანალიტიკოსების თქმით, პუტინის დაგეგმილი ვიზიტი და რუსეთის თავდაცვის მინისტრის სერგეი შოიგუს უკვე დასრულებულმა მოგზაურობამ მინსკში, შესაძლოა ახალი შეტევითი ოპერაციების ნიშანი იყოს უკრაინის სახელმწიფოს წინააღმდეგ.

მისი თქმით, უკრაინას უახლოეს მომავალში მტრული შეტევითი ოპერაციები ემუქრება.

მეტი:   უკრაინის არმიამ რუსეთის საზღვრამდე, ხარკოვის ოლქის ჩრდილოეთით საზღვრის მანიშნებელი აღმართა

„ერთად აღებული, პუტინის შეხვედრა რუსეთის სარდლობასთან, … შოიგუს ვიზიტი (ბელორუსიაში – რედ.) და შეხვედრა პუტინსა და ლუკაშენკოს შორის მიუთითებს ომის კონცეფციის, დაგეგმვისა და წარმართვის ახალ ეტაპზე და შეიძლება იყოს უკრაინის წინააღმდეგ შეტევითი ოპერაციების განახლების მაუწყებელი უახლოეს თვეებში“, – მიიჩნევენ ანალიტიკოსები.

შეგახსენებთ, რომ დეკემბრის დასაწყისში სერგეი შოიგუ ალექსანდრე ლუკაშენკოსთან ჩავიდა. რასაც პრეზიდენტის ვლადიმერ ზელენსკის აპარატის მრჩეველი გამოეხმაურა. ალექსეი არესტოვიჩის განცხადებით, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელს, სურდა შეთანხმება იარაღისა და სამხედრო ტექნიკის გადაცემაზე.

მეტი:   სეპარატისტული დონეცკის სახალხო რესპუბლიკაში დღეიდან მასობრივი ევაკუაცია გამოცხადდა

12 დეკემბერს ცნობილი გახდა, რომ ვლადიმერ პუტინი ჩავიდა საოკუპაციო არმიის შტაბში, რომელიც უკრაინის წინააღმდეგ იბრძვის. რუსეთის პრეზიდენტმა ასევე გამართა პირადი შეხვედრები მეთაურებთან და მოისმინა მოხსენებები ომის მიმდინარეობის შესახებ.

დღეს, 19 დეკემბერს კი მინსკში დაგეგმილია ვლადიმერ პუტინის შეხვედრა ალექსანდრე ლუკაშენკოსთან.

პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის აპარატის უფროსის მრჩევლის მიხაილ პოდოლიაკის თქმით, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი თავის თანამზრახველს შეტევაზე უბიძგებს.

მეტი:   "დასავლეთის მიერ დაწესებული სანქციები ომის გამოცხადების ტოლფასია"– ვლადიმერ პუტინი

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველო იტყობინება, რომ 17 დეკემბრის მდგომარეობით, ბელარუსი არ იყო მზად უკრაინის სახელმწიფოს წინააღმდეგ სახმელეთო ოპერაციაში სრული მონაწილეობისთვის.

იმავე დღეს GUR-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსეთი არ იყო მზად უკრაინაზე ახალი სრულმასშტაბიანი თავდასხმისთვის.

აღსანიშნავია, რომ 24 თებერვალს ბელორუსმა რუსეთის ფედერაციას უფლება მისცა, თავისი ტერიტორიიდან მოეხდინა უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრა.

- Advertisement -spot_img

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

ბოლო სიახლეები

“ეს არის დივერსია საქართველოს ინტერესების, ხალხის ინტერესების წინააღმდეგ” – ლაშა ტუღუში “ხალხის ძალის” წარდგენილ კანონპროექტზე

(ACCnews) "ეს კანონი არის დივერსია საქართველოს ინტერესების, ხალხის ინტერესების წინააღმდეგ," - განაცხადა "ეროვნული პლატფორმის" წარმომადგენელმა ლაშა ტუღუშმა ჟურნალისტებთან საუბარში,...
- რეკლამა -spot_img

მსგავსი სიახლეები

- Advertisement -spot_img