(ACCnews) უკრაინაში მიმდინარე ომის გამო, აშშ-მ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალი პაკეტი შემოიღო. სანქცირებულ პირთა შორისაა ყოფილი ოლიმპიური გიმნასტი, რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის პარტნიორი, ალინა კაბაევა.
აშშ შეინარჩუნებს სიმტკიცეს მამაცი უკრაინელი ხალხის დახმარებისას და გააგრძელებს პრეზიდენტი პუტინისა და მისი მეგობრების, რომელთა ქმედებებმა ამხელა ტანჯვა და განადგურება გამოიწვია უკრაინაში, პასუხისგების მხარდაჭერას”. – თქვა აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა.
სანქციების უახლესი პაკეტი ასევე შეეხო მსოფლიოს ერთ-ერთ უმსხვილეს ფოლადის მწარმოებელ კომპანია MMK-ს, ისევე, როგორც დირექტორთა ბორდის თავჯდომარესა და წილების უდიდესი ნაწილის მფლობელს, ვიქტორ რაშნიკოვს, რომელიც რუსეთში ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანია.
ამასთან ერთად, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა ვიზებზე შეზღუდვა დაუწესა რუსეთის 893 სახელმწიფო მოხელესა და შეიარაღებული ძალების წარმომადგენლებს.
ცნობისთვის, აპრილში Wall Street Journal-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც კაბაევას წინააღმდეგ სანქციების დაწესება ოფიციალური ვაშინგტონის მიერ განიხილებოდა, თუმცა არსებობდა შეშფოთება, რომ ასეთი ნაბიჯი რუსეთთან დაძაბულობას გაამწვავებდა, მისი პუტინთან სიახლოვის გამო.
39 წლის კაბაევა რუსეთის სახელმწიფო დუმის ყოფილი წევრია და ამჟამად „ეროვნული მედია ჯგუფის“ ხელმძღვანელია, რომელიც კრემლისტური სამაუწყებლო და ბეჭდვით ორგანიზაციებს აერთიანებს.
კაბაევას მანამდე სანქციები ევროკავშირმა და გაერთიანებულმა სამეფომ დაუწესეს.
ვრცელდება ინფორმაცია, რომ კაბაევას პუტინისგან შვილი ჰყავს.