Saturday, September 23, 2023

პუტინს ზურგში დანა დაარტყეს – ევროპამ გაზის დამატებითი წყარო იპოვა

მთავარი

(ACCnews) გაზის მიწოდება ტრანსანატოლიური გაზსადენის TANAP-ით, რომელიც აკავშირებს აზერბაიჯანსა და თურქეთის დასავლეთთან, გაორმაგდება. ამის შესახებ თურქეთის ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა ფატიჰ დიონმეზმა განაცხადა, იუწყება Hürriyet.

თურქეთიდან გაზი ევროპაში გაიგზავნება.

“გადაწყდა TANAP-ის სიმძლავრის გაორმაგება. გამტარუნარიანობას 16 მილიარდი კუბური მეტრიდან 32 მილიარდ კუბურ მეტრამდე გავზრდით“, – განაცხადა მინისტრმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ თურქეთი შეძლებს გამოიყენოს სატუმბი გაზის დამატებითი მოცულობების ნაწილი.

მეტი:   აშშ-ში პუტინის ბრძანებას ბირთვული ძალების განსაკუთრებულ რეჟიმზე გადაყვანის შესახებ „სრულიად მიუღებელს“ უწოდებენ

TANAP გადის აზერბაიჯანში, საქართველოსა და თურქეთში, სადაც ის უკავშირდება ტრანსადრიატიკის მილსადენს (TAP). ის გაზს საბერძნეთს, ალბანეთსა და იტალიას მიაწვდის.

ევროკავშირთან შეთანხმების თანახმად, აზერბაიჯანი 2027 წლისთვის ევროპაში გაზის ექსპორტის გაორმაგებას გეგმავს.

შეგახსენებთ, 31 აგვისტოს გაზპრომმა ევროპისთვის გაზის მიწოდება Nord Stream 1-ით შეაჩერა. კომპანიაში აცხადებენ, რომ ნავთობის გაჟონვა დაფიქსირდა მილსადენის კომპრესორის ნაწილებზე და აღჭურვილობა უნდა გათიშულიყო გაჟონვის გამოსწორებამდე.

მეტი:   "ომის გამო, უკრაინა ევროპაში გაზის მესამედის ტრანზიტს აჩერებს" - უკრაინის გაზის ოპერატორი კომპანია

2 სექტემბერს რუსულმა გაზის კომპანიამ „გაზპრომმა“ გამოაცხადა „ჩრდილოეთის ნაკადი 1“-ის მილსადენით გაზის ტრანსპორტირების სრული შეჩერება განუსაზღვრელი ვადით. 3 სექტემბერს თეთრი სახლი გამოეხმაურა Nord Stream-ის სრულ გათიშვას.

რუსული Nord Stream გაზსადენის მიმდინარე გათიშვის ფონზე, ევროპაში გაზის ფასი 5 სექტემბერს დილით 30%-ით გაიზარდა და თითქმის $2,900 ათას კუბურ მეტრზე.

6 სექტემბერს საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა მხარი დაუჭირა ევროკომისიის მიერ შემოთავაზებულ ვარიანტებს რუსული გაზის ფასის შეზღუდვის შესახებ.

მეტი:   "უკრაინა გმობს ხერსონსა და ზაპოროჟიეში რუსული პასპორტების გამარტივებული წესით მიღების შესახებ ვლადიმერ პუტინის გადაწყვეტილებას" - უკრაინის საგარეო უწყება

26 სექტემბერს გაჩნდა ინფორმაცია Nord Stream-ში გაზის გაჟონვის შესახებ. 27 სექტემბერს ცნობილი გახდა გაჟონვის მიდამოში აფეთქებების შესახებ.

2022 წლის 28 სექტემბერს ევროკავშირის ქვეყნებმა გაზის ფასის დაუყოვნებლივ შეზღუდვა მოითხოვეს.

1 ოქტომბერს ცნობილი გახდა, რომ „გაზპრომმა“ იტალიაში გაზის მიწოდება შეწყვიტა.

2022 წლის 1 ოქტომბერს „გაზპრომმა“ მოლდოვას გაზის მიწოდება შეამცირა.

5 ოქტომბერს გაზპრომმა ოფიციალურად აღიარა გაზზე მოთხოვნის ვარდნა.

- Advertisement -spot_img

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

ბოლო სიახლეები

“ეს არის დივერსია საქართველოს ინტერესების, ხალხის ინტერესების წინააღმდეგ” – ლაშა ტუღუში “ხალხის ძალის” წარდგენილ კანონპროექტზე

(ACCnews) "ეს კანონი არის დივერსია საქართველოს ინტერესების, ხალხის ინტერესების წინააღმდეგ," - განაცხადა "ეროვნული პლატფორმის" წარმომადგენელმა ლაშა ტუღუშმა ჟურნალისტებთან საუბარში,...
- რეკლამა -spot_img

მსგავსი სიახლეები

- Advertisement -spot_img