Wednesday, September 27, 2023

კიბერუსაფრთხოების სპეციალისტი: “კრემლის ელიტა პუტინის შემცვლელად ბორტნიკოვს განიხილავს”

მთავარი

(ACCnews) კიბერუსაფრთხოების სპეციალისტი ანდრო გოცირიძე სოციალურ ქსელში რუსეთ-უკრაინის ომის თემაზე ანალიზს აკეთებს და აცხადებს, რომ კრემლის ელიტა პუტინის შემცვლელად ბორტნიკოვს განიხილავს. გოცირიძე ამ განცხადებას უკრაინის დაზვერვის სამსახურზე დაყრდნობით აკეთებს.

მისივე თქმით, ბორტნიკოვი ფსბ-ის მოქმედი შეფია და ის აქამდე პუტინის ყველა მკვლელობის შემსრულებლად ითვლებოდა, ბორტნიკოვის კისერზეა ლიტვინენკოს მოწავლა, ჩეჩენი საველე მეთაურების ლიკვიდაცია რუსეთის საზღვარგარეთ და თავად კავკასიაში.

“დღეს სპეცსამსახურების დღეა. ჩემი ძველი ნაცნობი უკრაინის საგარეო დაზვერვის ყოფილი შეფი, არმიის გენერალი მიკოლა მალომუჟი რუსეთის ფრენების გეოგრაფიაზე დაყრდნობით, აცხადებს, რომ კრემლი აღმოსავლეთ რუსეთში საბჭოთა თავშესაფრების ინფრასტრუქტურას ამზადებს, რომელიც ბირთვული დარტყმის დროს სამეთაურო შემადგენლობის 2-3 თვიანი ევაკუაციის პირობებში ფუნქციონირებისათვის იყო განკუთვნილი. გენერლის აზრით, თანამედროვე ტექნიკის პირობებში ამ პუნქტებით სარგებლობა ერთ წლამდეც კი შეიძლება.

მეტი:   დასავლური სანქციების კულმინაცია, რუსეთმა დეფოლტი გამოაცხადა - Bloomberg

ამგვარი ბუნკერები და გვირაბები სხვადასხვა გასასვლელით პირადადაც მინახავს, გარკვეულ მანძილებზე ჩეხური უნიტაზით აღჭურვილი. ადგილადგილ ყუთები ეწყო პირველადი მოხმარების საგნებით (ალუმინის “კრუჟკა”, რეზინის ცექმები, ანტირადიაციული პასტა და სხვა) და აირწინაღებით. უნიტაზის მიმართ საბჭოთა და რუსის ჯარის დამოკიდებულება ცხადია- ყველა სამინისტროში ჩეჩმა იყო და ჩეხური უნიტაზი გვირაბში ცალსახად მოწმობს სამეთაურო და საუფროსო დანიშნულებას.

მალომუჟი თვლის, რომ რუსეთი ბირთვულ შეიარაღებას არ გამოიყენებს, თუმცა კრემლი არ გამორიცხავს ნატო-ს ჩართვას კონფლიქტში. როგორც ჩანს, მოსკოვი რაღაც უმსგავსობის ჩასატარებლად ემზადება და მოლაპარაკებებშიც დროს იგებს გადასაჯგუფებლად.

უკრაინის სამხედრო დაზვერვის სამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ კრემლის ელიტა პუტინის ლიკვიდაციას გეგმავს, ხოლო მის შემცვლელად ბორტნიკოვი განიხილება. ძირითადი სამიზნე დასავლეთთან ეკონომიკური ურთიერთობების აღდგენაა.

მეტი:   ევროკომისიის პრეზიდენტმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალი პაკეტი დააანონსა

ეკონომიკური უსაფრთხოების დანაყოფი მეტასტაზებივითაა ინფილტრირებული ყველა რუსულ ბიზნესში და მათ პოლიტიკურ ლოიალობას, ფინანსურ და ეკონომიკურ მანიპულაციებს უზრუნველყოფს. ეს სქემა ფსბ ხელმძღვანელობას და კრემლის ელიტას უმდიდრეს ადამიანებად აქცევს.

როგორც არ უნდა დამთავრდეს ომი, პუტინის რეჟიმი სრულდება – თუნდაც, უბრალოდ, ასაკის გამო. ბოლო დროს ვლადიმერ პუტინმა ფსონი სამხედროებზე დადო, შოიგუ შეჭმული მილიარდების გამართლებას ცდილობს და მემკვიდრის შერჩევაში მონაწილეობის ადგილის დაჯავშნასაც, ამიტომ, ფსბ მხრიდან დესტრუქცია არ არის გამორიცხული.

ბუნებრივია, არც ის უნდა გამოვრიცხოთ, რომ უკრაინული აქტიური ღონისძიება იყოს, პუტინ-ფსბ შორის არსებული უთანხმოების გაღრმავების მიზნით.  პუტინი უკმაყოფილოა, რომ მისმა ორგანიზაციამ უკრაინაში ხლებ-სოლი და ყვავილები ვერ დაახვედრა”, – წერს ანდრო გოცირიძე.

შეგახსენებთ, რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ომს 24 თებერვლიდან აწარმოებს, რასაც წინ უძღოდა პრეზიდენტ პუტინის მიერ უკრაინის ორი სეპარატისტული რეგიონის, დონეცკის და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების “დამოუკიდებლობის” აღიარება. მანამდე რუსეთმა მოითხოვა, რომ უკრაინა არ გახდეს ნატოს წევრი.

მეტი:   "რუსეთმა უნდა შეწყვიტოს ამ ადამიანების მკვლელობა" - დონალდ ტრამპი

პუტინს უკრაინაში “სპეციალური სამხედრო ოპერაციის” მიზნად გამოცხადებული აქვს უკრაინის “დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია”.

რუსული არმია უკრაინაში ბომბავს არა მხოლოდ სამხედრო, არამედ სამოქალაქო ობიექტებსაც. ომმა უკვე იმსხვერპლა ასეულობით მშვიდობიანი უკრაინელის სიცოცხლე. მათ შორის 120-მდე ბავშვია. 3 მილიონზე მეტი დევნილი გახდა. დაბომბილია საცხოვრებელი სახლები, სკოლები, საავადმყოფოები.

რუსეთს უკრაინაში შეღწევის გამო აშშ-მ, ევროკავშირის ქვეყნებმა, გაერთიანებულმა სამეფომ, იაპონიამ და ავსტრალიამ სანქციები დაუწესა.

კრემლის თქმით, შეერთებული შტატებისა და მისი მოკავშირეების მიერ ეკონომიკური ომის გამოცხადებას უტოლდება.

- Advertisement -spot_img

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

ბოლო სიახლეები

“ეს არის დივერსია საქართველოს ინტერესების, ხალხის ინტერესების წინააღმდეგ” – ლაშა ტუღუში “ხალხის ძალის” წარდგენილ კანონპროექტზე

(ACCnews) "ეს კანონი არის დივერსია საქართველოს ინტერესების, ხალხის ინტერესების წინააღმდეგ," - განაცხადა "ეროვნული პლატფორმის" წარმომადგენელმა ლაშა ტუღუშმა ჟურნალისტებთან საუბარში,...
- რეკლამა -spot_img

მსგავსი სიახლეები

- Advertisement -spot_img