Wednesday, September 27, 2023

“რა ვერ გათვალა პუტინმა?” – ზურაბ ბატიაშვილი პუტინის 3 არასწორ ქმედებას ასახელებს

მთავარი

(ACCnews) “ასე ემართება ყველას, ვინც დიდი ხნითაა ხელისუფლებაში და ვეღარ აღიქვამს რეალობას” – წერს სოციალურ ქსელში “რონდელის ფონდის” მკვლევარი, ზურაბ ბატიაშვილი და პუტინის სამ არასწორ გათვლას ასახელებს, რამაც რუსეთის იმპერია ნგრევამდე მიიყვანა.

“რა ვერ გათვალა პუტინმა?

ჩემი აზრით, პუტინს 3 ძირითადი არასწორი გათვლა (miscalculation) ჰქონდა, რამაც ლოგიკურად რუსეთის ახლანდელ მდგომარეობაში ჩავარდნა გამოიწვია:

1) ვერ გათვალა უკრაინელი ხალხისა და არმიის წინააღმდეგობის ძალა. მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის სპეცსამსახურებმა მილიარდობით დოლარი ხარჯეს (ზოგიც, უბრალოდ მკვდარ სულებზე გააფორმეს და ჯიბეში ჩაიდეს) უკრაინაში ხალხის მოსყიდვაზე, მაგ საქმისგან მაინც არაფერი გამოვიდა. რაც არ უნდა ფული დახარჯო, მთელ ხალხს და არმიას მაინც ვერ მოისყიდი. შესაბამისად, ყვავილებით არავინ დახვდა და 3 დღეზე გათვილილი შეჭრა უვადო ომში გადაიზარდა;

მეტი:   "ომის დაწყებიდან დღემდე უფრო მეტი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, ვიდრე სამხედრო" - დენის შმიჰალი

2) ვერ გათვალა საკუთარი არმიის შესაძლებლობები. მიუხედავად კოლოსალური თანხის ხარჯვისა, რუსი ჯარისკაცი (მცირედი გამონაკლისი ელიტალური ნაწილების გარდა. მაგრამ ეს მომზადებული სადესანტო ნაწილებიც პირველივე დღეებში დაკარგეს) ისეთივე ჩაუცმელი, მშიერი და ომისთვის მოუმზადებელია, როგორიც ბოლშევიკების მმართველობის პირველ წლებში იყო. აქაც ჩამომპალმა კორუფციულმა სისტემამ შეჭამა ათეულობით მილიარდი დოლარი;

3) ვერ გათვალა დასავლეთის რეაქცია (მიუხედავად იმისა, რომ იქაც დიდი ფული ხარჯა) და ერთიანი პასუხი, რომელიც ძალზედ მალე მოეგო გონს და მათ შორის სერიოზული სამხედრო დახმარება გაუწია უკრაინას, ხოლო რუსეთი სანქციებით ეკონომიკურად და პოლიტიკურად კედელთან მიაყენა. შედეგად, რუსეთი ეკონომიკური და პოლიტიკური კრახის პირას მივა.

მეტი:   "დღეს "აზოვსტალიდან" 50 მშვიდობიანი მოქალაქე გამოვიყვანეთ" - ირინა ვერეშჩუკი

ბუნებრივია, ასე ემართება ყველას, ვინც დიდი ხნითაა ხელისუფლებაში და ვეღარ აღიქვამს რეალობას.

როგორც ყველა დიქტატორი, ისიც საკუთარი პროპაგანდის ტყვეობაშიც მოექცა – გავიხსენოთ მისი წერილი რუსებისა და უკრაინელების “ერთიანობის” შესახებ, გაუთავებელი მითები და პროპაგანდა რუსული არმიის უძლეველობის შესახებ, ასევე დასავლეთის “გარყვნილებისა” და “ცვედანობის” შესახებ. და ეს სისულელეები იმდენი ხანი იძახეს, რომ პირველ რიგში თავად დაიჯერეს.

მეტი:   “ბირთვული იარაღის გამოყენება საბოლოოდ გამოირიცხა, სხვა კოზირი ოკუპანტებს აღარ რჩებათ“ - მიხეილ სააკაშვილი

თან დარწმუნებული ვარ, პუტინს ძირითადად იმას მოახსენებდნენ, რისი მოსმენაც მას სურდა.
მოკლედ, ისეთი არაფერი მომხდარა მის თავს, რაც სხვა დიქტატორებს არ დამართნიათ. უბრალოდ, სხვა მასშტაბებია.

პუტინის ამ არასწორმა გათვლებმა გამოიწვია ეს საშინელი ომი უკრაინასთან, მაგრამ მეორეს მხრივ, ისევ ეს ომი აჩქარებს იმპერიის ნგრევის პროცესს.

აქედანვე ცხადია, რომ ეს ომი უდიდეს ცვლილებებს მოიტანს მთელი მსოფლიოსთვის, მათ შორის ჩვენთვისაც.- წერს ზურაბ ბათიაშვილი.

- Advertisement -spot_img

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

ბოლო სიახლეები

“ეს არის დივერსია საქართველოს ინტერესების, ხალხის ინტერესების წინააღმდეგ” – ლაშა ტუღუში “ხალხის ძალის” წარდგენილ კანონპროექტზე

(ACCnews) "ეს კანონი არის დივერსია საქართველოს ინტერესების, ხალხის ინტერესების წინააღმდეგ," - განაცხადა "ეროვნული პლატფორმის" წარმომადგენელმა ლაშა ტუღუშმა ჟურნალისტებთან საუბარში,...
- რეკლამა -spot_img

მსგავსი სიახლეები

- Advertisement -spot_img