(ACCnews) “რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის შეჭრა არა მხოლოდ თავდასხმაა უკრაინაზე, არამედ ეს არის თავდასხმა ტრანსატლანტიკური უსაფრთხოების ძირითად პრინციპებზე,” – ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, ლოიდ ოსტინმა პენტაგონში, გერმანელ კოლეგასთან შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა.
ამასთან, როგორც CNN-ი წერს, ლოიდ ოსტინმა მადლობა გადაუხადა გერმანიის თავდაცვის მინისტრ კრისტინ ლამბრეხტს, ბოლო თვეებში აშშ-სთან გერმანიის თანამშრომლობისთვის, ამერიკული ძალების გერმანიაში განთავსებისა და ქვეყნის გავლით მათი გატარებისთვის, რასაც პენტაგონი ევროპაში კონტინგენტის გაზრდის მიზნით ახორციელებს.
“პუტინის არჩეულმა ომმა საშინელი მსხვერპლი მოიტანა მშვიდობიან მოქალაქეთა შორის და მილიონობით უდანაშაულო უკრაინელი იძულებული გახდა, ქვეყნიდან გაქცეულიყო,” – განაცხადა აშშ-ის თავდაცვის მდივანმა.