Sunday, January 29, 2023

პრემიერ-მინისტრი: “საქართველო არასოდეს დაუშვებს სანქცირებული ტვირთის გადატანა მოხდეს”

მთავარი

(ACCnews) “ჩემთვის უკრაინის მხრიდან ასეთი ცილისმწამებლური განცხადების მოსმენა სამწუხარო იყო – საქართველო არასდროს დაუშვებს, რომ სანქცირებული ტვირთის გადატანა მოხდეს და მით უმეტეს, აბსურდულია ბრალდება, რომ ამაში მთავრობაა ჩართული,” – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, რითაც ე.წ. შავ ხვრელთან დაკავშირებით უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა.

მისივე თქმით, საქართველოს ხელისუფლება უცხოელ პარტნიორებთან ნებისმიერ ინფორმაციას ცვლის და ასეთ საკითხებზე კითხვა არ უნდა არსებობდეს.

მეტი:   "მჯერა, რომ ჩვენი რეგიონის ეკონომიკური პოტენციალის გაზრდის დიდი შესაძლებლობებია" - ილჰამ ალიევი ირაკლი ღარიბაშვილს

“გასაგებია, რომ ეს იყო პოლიტიკურად მოტივირებული განცხადება, არავითარი მტკიცებულება, არავითარი ფაქტი არ იქნა წარმოდგენილი და რა თქმა უნდა, ეს სამწუხაროა. უკრაინას და უკრაინელებს ვუსურვებდი, რომ ძალიან მალე დასრულდეს ომი, შეწყდეს ეს დამანგრეველი ომი, რომელიც ძალიან დიდი გამოწვევაა არა მხოლოდ უკრაინისთვის, არამედ ჩვენთვის, მთელი რეგიონისთვის, ევროპისთვის და მსოფლიოსთვის.

მეტი:   აშშ-ის საელჩო: "ბევრი რამ შეიძლება მოხდეს 30 წლის განმავლობაში"

ამ საკითხს გაეცა კომპეტენტური პასუხები სხვადასხვა უწყების მხრიდან. გაკეთდა არაერთი განცხადება და განმარტება. მინდა, ცალსახად განვაცხადო – საქართველო არასდროს დაუშვებს, რომ სანქცირებული ტვირთის გადატანა მოხდეს და მით უმეტეს, აბსურდულია ბრალდება, რომ ამაში მთავრობაა ჩართული. ჩვენ არ დავუშვებთ რაიმე სანქცირებული საქონლის გატანას ჩვენი ტერიტორიების გამოყენებით – ეს არის მკაფიო, ცალსახა პოზიცია.

მეტი:   "პოლონეთის მიერ უკრაინის მხარდასაჭერად გადადგმული ნაბიჯები აჩვენებს, რომ ის ევროკავშირის ერთ-ერთი ლიდერი ქვეყანაა" - სალომე ზურაბიშვილი

ჩვენ სრულ კოორდინაციაში ვართ უცხოელ პარტნიორებთან, მეგობრებთან. ონლაინ რეჟიმში ვცვლით ნებისმიერ ინფორმაციას, რომელიც დაკავშირებულია ასეთი ტიპის მგრძნობიარე საკითხებთან და ვფიქრობ, ამაზე კითხვა არ უნდა არსებობდეს,”- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ცნობისათვის, უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის ინფორმაციით, რუსეთი სანქციების ქვეშ მოქცეული სამხედრო დანიშნულებისა და სხვა სახის პროდუქტის კონტრაბანდის არხებს ქმნის, რომელიც, მათ შორის, საქართველოს ტერიტორიაზე ქვეყნის ხელისუფლების თანხმობის საფუძველზე გაივლის.

- Advertisement -spot_img

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

ბოლო სიახლეები

ანდრეი კასიანოვის ცნობით, უკრაინამ საქართველოს 2008 წლის ომის დროს გადაცემული „ბუკის“ სარაკეტო კომპლექსების დაბრუნება სთხოვა

(ACCnews) "უკრაინამ საქართველოს 2008 წლის ომის დროს გადაცემული „ბუკის“ სარაკეტო კომპლექსების დაბრუნება სთხოვა" - ამის შესახებ საუბარია საქართველოში უკრაინის...
- რეკლამა -spot_img

მსგავსი სიახლეები

- Advertisement -spot_img