Saturday, June 3, 2023

“აღმოუჩენს თუ არა ბელარუსი დამატებით მხარდაჭერას პუტინის ომს უკრაინაში, ეს არის ის, რასაც ჩვენ ძალიან ყურადღებით დავაკვირდებით” – ნედ პრაისი

მთავარი

(ACCnews) “აღმოუჩენს თუ არა ბელარუსი დამატებით მხარდაჭერას პუტინის ომს უკრაინაში, ეს არის ის, რასაც ჩვენ ძალიან ყურადღებით დავაკვირდებით”, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა ნედ პრაისმა ბრიფინგზე განაცხადა.

მეტი:   "ქართველებს კარგად გვესმის, თუ რას განიცდის უკრაინელი ერი!" - სალომე ზურაბიშვილი

მისი თქმით, ბელარუსის მიერ რუსეთისთვის უკრაინის წინააღმდეგ ომში დახმარების აღმოჩენის შემთხვევაში, ვაშინგტონი მინსკს დამატებით სანქციებს დაუწესებს.

„აღმოუჩენს თუ არა ბელარუსი დამატებით მხარდაჭერას პუტინის ომს უკრაინაში, ეს არის ის, რასაც ჩვენ ძალიან ყურადღებით დავაკვირდებით. ამის პოტენციალს თუ ვიხილავთ, შესაბამისად მოვახდენთ რეაგირებას დამატებითი ზომების დასაწესებლად, რათა ლუკაშენკოს რეჟიმს პასუხი ვაგებინოთ იმისთვის, რაც არსებითად წარმოადგენს მის თანამონაწილეობას უკრაინის წინააღმდეგ პუტინის ომში“, – განაცხადა ნედ პრაისმა.

მეტი:   რუსეთის საგარეო უწყება: ევროკავშირის უპასუხისმგებლო სანქციები უპასუხოდ არ დარჩება
მეტი:   კელი დეგნანი ყაველაშვილის წერილზე: "ეს რაღაცნაირად ეხმაურება „ოცნების" წევრების ნარატივს

სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელი ასევე გამოეხმაურა ვლადიმერ პუტინის განცხადებას, რომ რუსეთი არ აპირებს ვინმეს შთანთქმას.

ნედ პრაისმა აღნიშნულ განცხადებას ირონიის მწვერვალი უწოდა ლიდერისგან, რომელიც „მოცემულ მომენტში ცდილობს, ძალადობრივად შთანთქოს მშვიდობიანი კარის მეზობელი“.

- Advertisement -spot_img

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

ბოლო სიახლეები

“ეს არის დივერსია საქართველოს ინტერესების, ხალხის ინტერესების წინააღმდეგ” – ლაშა ტუღუში “ხალხის ძალის” წარდგენილ კანონპროექტზე

(ACCnews) "ეს კანონი არის დივერსია საქართველოს ინტერესების, ხალხის ინტერესების წინააღმდეგ," - განაცხადა "ეროვნული პლატფორმის" წარმომადგენელმა ლაშა ტუღუშმა ჟურნალისტებთან საუბარში,...
- რეკლამა -spot_img

მსგავსი სიახლეები

- Advertisement -spot_img