(ACCnews) “საქართველოს მთავრობის პასუხისმგებლობაა, მოექცეს სააკაშვილს სამართლიანად და ღირსეულად”, – ასე უპასუხა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა, ნედ პრაისმა ბრიფინგზე ჟურნალისტის მიერ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით დასმულ კითხვას.
მისი თქმით, სააკაშვილმა უნდა მიიღოს ყველა სახის მზრუნველობა, რაც მას სჭირდება.
„ბატონ სააკაშვილს როდესაც ეხება საქმე, როგორც თქვენ ადრე თქვით, საქართველოს მთავრობის პასუხისმგებლობაა, მოექცეს სააკაშვილს სამართლიანად და ღირსეულად, მათ შორის ყველა საჭირო სამედიცინო და ფსიქოლოგიური მკურნალობის გაწევით, სახალხო დამცველის დამოუკიდებელი სამედიცინო ექსპერტების რეკომენდაციით. რა თქმა უნდა, მათ უნდა უზრუნველყონ, რომ მისი უფლებები დაცული იყოს და მიიღოს ყველა სახის მზრუნველობა, რაც მას სჭირდება“, – განაცხადა ნედ პრაისმა მიხეილ სააკაშვილის შესახებ დასმულ კითხვაზე პასუხისას.