Friday, March 24, 2023

საქართველოს პრეზიდენტი დღეს ოფიციალური ვიზიტით რუმინეთს ეწვევა

მთავარი

(ACCnews) საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დღეს, რუმინეთის პრეზიდენტის მიწვევით, ბუქარესტს ეწვევა და ოფიციალურ ვიზიტს გამართავს.

საქართველოს პრეზიდენტის დახვედრის ოფიციალური ცერემონია 11 ოქტომბერს ბუქარესტში კოტროჩენის სასახლეში გაიმართება, სადაც საქართველოს პრეზიდენტისა და რუმინეთის პრეზიდენტის, კლაუს იოჰანისის მოლაპარაკებები გაიმართება. დაგეგმილია პრეზიდენტების შეხვედრა გაფართოებულ ფორმატში, დელეგაციების თანხლებით.

მეტი:   "პრეზიდენტი ზურაბიშვილი ოპოზიციის სიტუაციური მოკავშირე ხდება" - გია ნოდია

პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში გამართული შეხვედრების შემდეგ, პრეზიდენტები მედიისათვის პრესკონფერენციას გამართავენ და ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხებენ.

მეტი:   "მრავალეროვნული სწავლება "ღირსეული პარტნიორი" კიდევ ერთი ნაბიჯია საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავებისთვის" - პრემიერი ღარიბაშვილი

ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, დაგეგმილია პრეზიდენტის შეხვედრები რუმინეთის უმაღლესი თანამდებობის პირებთან: პრემიერ-მინისტრ ნიკოლაე ჩუკასთან, რუმინეთის სენატის და დეპუტატთა პალატის თავმჯდომარეებთან.

მეტი:   "ძნელია წარმოიდგინო მსოფლიო, სადაც ბუჩას ხოცვა-ჟლეტა არსებობს" - საქართველოს პრეზიდენტი

12 ოქტომბერს კი, პრეზიდენტი კონსტანცაში ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება, პორტს ეწვევა და საზღვაო პორტის ადმინისტრაციაში შეხვედრას გამართავს.

- Advertisement -spot_img

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

ბოლო სიახლეები

“ეს არის დივერსია საქართველოს ინტერესების, ხალხის ინტერესების წინააღმდეგ” – ლაშა ტუღუში “ხალხის ძალის” წარდგენილ კანონპროექტზე

(ACCnews) "ეს კანონი არის დივერსია საქართველოს ინტერესების, ხალხის ინტერესების წინააღმდეგ," - განაცხადა "ეროვნული პლატფორმის" წარმომადგენელმა ლაშა ტუღუშმა ჟურნალისტებთან საუბარში,...
- რეკლამა -spot_img

მსგავსი სიახლეები

- Advertisement -spot_img