Friday, March 24, 2023

“ჩვენი ამოცანის ნაწილია, გავაგრძელოთ პარტნიორობა საქართველოსთან” – ნედ პრაისი

მთავარი

(ACCnews) “ჩვენ საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორად მივიჩნევთ და როგორც სტრატეგიული პარტნიორი, შეერთებული შტატები სათანადოდ არის მიმართული, რომ წაახალისოს საქართველო რეფორმების გზაზე, წაახალისოს საქართველოს წამატება გარკვეული გაუმჯობესების გზაზე”, – ამის შესახებ ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა, ნედ პრაისმა ბრიფინგზე განაცხადა.

მეტი:   "ფარისევლობაა, მარჯვენა ხელით სანქციებს აწესებდეთ, მარცხენათი კი რუსეთთან ახალ კონტრაქტებს აფორმებდეთ!" - ვოლოდიმირ ზელენსკი

მისი თქმით, საქართველოს მისწრაფებების რეალიზებას დრო, შრომა და მოთმინება სჭირდება.

„ჩვენ საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორად განვიხილავთ და როგორც სტრატეგიული პარტნიორი, აშშ-ს კარგი შესაძლებლობები აქვს, წაახალისოს საქართველო რეფორმების გზაზე, წაახალისოს საქართველო, განახორციელოს გარკვეული გაუმჯობესება. რა თქმა უნდა, საქართველოს მისწრაფებები ერთ ღამეში ვერ ახდება. მათ რეალიზებას შესაძლოა, წლები დასჭირდეს. ამას მძიმე შრომა სჭირდება. ამას მოთმინება სჭირდება. განხორციელებას მნიშვნელოვანი რესურსები სჭირდება. ჩვენი ამოცანის ნაწილია, გავაგრძელოთ საქართველოსთან პარტნიორობა და ამ გზაზე საქართველოს მხარდაჭერა რესურსებით, პირდაპირი მხარდაჭერით ბევრ შემთხვევაში და ეს ის სფეროებია, სადაც ჩვენ გავაგრძელებთ მჭიდრო თანამშრომლობას ჩვენს ქართველ პარტნიორებთან“, – აღნიშნა ნედ პრაისმა.

მეტი:   მოსამართლეთა ხელშეწყობის პროექტები, რომლებსაც აშშ-ის საელჩო საქართველოში ახორციელებს
- Advertisement -spot_img

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

ბოლო სიახლეები

“ეს არის დივერსია საქართველოს ინტერესების, ხალხის ინტერესების წინააღმდეგ” – ლაშა ტუღუში “ხალხის ძალის” წარდგენილ კანონპროექტზე

(ACCnews) "ეს კანონი არის დივერსია საქართველოს ინტერესების, ხალხის ინტერესების წინააღმდეგ," - განაცხადა "ეროვნული პლატფორმის" წარმომადგენელმა ლაშა ტუღუშმა ჟურნალისტებთან საუბარში,...
- რეკლამა -spot_img

მსგავსი სიახლეები

- Advertisement -spot_img