Wednesday, September 27, 2023

“აშშ მხარს უჭერს საქართველოს ნატოსკენ მისწრაფებებს” – ნედ პრაისი

მთავარი

(ACCnews) აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალური წარმომადგენელის, ნედ პრაისის განცხადებით, აშშ მხარს უჭერს საქართველოს ნატოსკენ მისწრაფებებს.

როგორც ნედ პრაისმა “ქრონიკასთან” განაცხადა, საქართველო უკვე არის ნატოს მნიშვნელოვანი პარტნიორი.

“მივიჩნევთ, რომ ნატოს ღია კარის პოლიტიკა უნდა იყოს ღია კარი იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც ალიანსში გაწევრიანებისკენ მიისწრაფვიან. ჩვენ ასევე განვაცხადეთ, რომ გარე ძალას არ უნდა შეეძლოს და არ უნდა დაადოს ვეტო აღნიშნულ პროცესს. გაწევრიანების პროცესს ალიანსი ზედამხედველობს. ეს ალიანსის გადაწყვეტილება იქნება. გაწერილია კონკრეტული მოთხოვნები, რომელიც ასპირანტმა ქვეყანამ უნდა დააკმაყოფილოს. საქართველო უკვე არის ნატოს მნიშვნელოვანი პარტნიორი. ჩვენ მჭიდრო კონსულტაციები გვაქვს საქართველოსთან.

მეტი:   "ნებისმიერს, ვინც თავშესაფარს ეძებს დევნისთვის, მიუხედავად ეროვნებისა, შეუძლია, აშშ-ს თავშესაფრის თხოვნით მიმართოს - თეთრი სახლი

ჩვენ თანმიდევრულად ვუდგავართ გვერდში საქართველოსა და ქართველ ხალხს მათ სურვილში იყვნენ თავისუფალი და სუვერენული სახელმწიფო. წლების განმავლობაში, ჩვენ განვავითარეთ სტრატეგიული პარტნიორობა. ერთად ვმუშაობთ ჩვენს საერთო ხედვაზე, რომ საქართველო სრულად იყოს ინტეგრირებული ევროატლანტიკურ ოჯახში. ეს ის ხედვაა, რომელსაც ბეჯითი მუშაობა სჭირდება, მოთმინება სჭირდება, მნიშვნელოვანი რესურსები სჭირდება. ამიტომაც ჩვენ გამოვყავით თითქმის 6 მილიარდი დოლარი საქართველოსთვის დახმარების სახით. გადავამზადეთ დაახლოებით 20 000 ქართველი ჯარისკაცი.

მეტი:   აშშ-ის საელჩო: "ბევრი რამ შეიძლება მოხდეს 30 წლის განმავლობაში"
მეტი:   რუსეთი ქვეყნიდან ამერიკელ დიპლომატებს აძევებს

ჩვენ დავეხმარეთ საქართველოს ეკონომიკური ზრდის, კანონის უზენაესობისა და დემოკრატიული მმართველობის განვითარებაში. ეს ასევე მოიცავს ბევრ სხვა ინიციატივას, რომელიც მნიშვნელოვანია ქართველი ხალხისთვის. ჩვენ გავაგრძელებთ საქართველოსთან პარტნიორობას მათ მისწრაფებებსა და ამბიციებთან დაკავშირებით და დავიცავთ იმას, რასაც მიაღწიეს“, – განაცხადა ნედ პრაისმა.

- Advertisement -spot_img

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

ბოლო სიახლეები

“ეს არის დივერსია საქართველოს ინტერესების, ხალხის ინტერესების წინააღმდეგ” – ლაშა ტუღუში “ხალხის ძალის” წარდგენილ კანონპროექტზე

(ACCnews) "ეს კანონი არის დივერსია საქართველოს ინტერესების, ხალხის ინტერესების წინააღმდეგ," - განაცხადა "ეროვნული პლატფორმის" წარმომადგენელმა ლაშა ტუღუშმა ჟურნალისტებთან საუბარში,...
- რეკლამა -spot_img

მსგავსი სიახლეები

- Advertisement -spot_img