Saturday, January 28, 2023

“ყველა ქვეყანას აქვს უფლება, აირჩიოს გეზი და თავად განსაზღვროს საგარეო პოლიტიკა” – ნედ პრაისი

მთავარი

(ACCnews) აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა ნედ პრაისმა ყოველდღიურ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ყველა ქვეყანას აქვს უფლება, აირჩიოს გეზი და თავად განსაზღვროს საგარეო პოლიტიკა.

მეტი:   "საქართველოს ლიდერებისა და ყველა ქართველის ფოკუსი უნდა იყოს ევროკავშირის 12 პუნქტის შესრულებაზე" - კელი დეგნანი

“ყველა ქვეყანას აქვს უფლება, აირჩიოს გეზი და თავად განსაზღვროს საგარეო პოლიტიკა, აირჩიოს პარტნიორები და ალიანსები, როდესაც საქმე ეხება ნატოს. ეს ალიანსის 30 წევრისა და ასპირანტი ქვეყნის გადასაწყვეტია და არავისი სხვისი. ჩვენ მუდმივად მკაფიოდ ვაცხადებთ ნატოს ღია კარის პოლიტიკისადმი ჩვენი ერთგულების შესახებ. ნატოს კარი ღიაა ასპირანტი ქვეყნებისთვის, როდესაც ისინი იქნებიან მზად და შეძლებენ წევრობის ვალდებულებების შესრულებას და ევროატლანტიკური სივრცის უსაფრთხოებაში წვლილის შეტანას“, – განაცხადა ნედ პრაისმა.

მეტი:   სამართალდამცველებისა და მაშველთა დღე: აშშ-ის საელჩომ სპეციალისტებს უმასპინძლა
- Advertisement -spot_img

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

ბოლო სიახლეები

ანდრეი კასიანოვის ცნობით, უკრაინამ საქართველოს 2008 წლის ომის დროს გადაცემული „ბუკის“ სარაკეტო კომპლექსების დაბრუნება სთხოვა

(ACCnews) "უკრაინამ საქართველოს 2008 წლის ომის დროს გადაცემული „ბუკის“ სარაკეტო კომპლექსების დაბრუნება სთხოვა" - ამის შესახებ საუბარია საქართველოში უკრაინის...
- რეკლამა -spot_img

მსგავსი სიახლეები

- Advertisement -spot_img