Monday, June 5, 2023

ლვოვის მერმა რომის პაპს საჩუქრად გადასცა ჯვარი – ჯვარზე რუსული ფრთოსანი რაკეტის ნაწილია, რომელიც დაჭრილი პატარა გოგონას სხეულიდან ამოიღეს

მთავარი

(ACCnews) ლვოვის მერი ანდრეი სადოვი და ლვოვის პირველი სამედიცინო ასოციაციის ხელმძღვანელი რომის პაპ ფრანცისკეს შეხვდნენ. შეხვედრას სადოვოის მეუღლეც ესწრებოდა. ამის შესახებ ანდრეი სადოვიმ თავის Telegram-ში განაცხადა.

“გაკვირვებული ვიყავი, როდესაც მივიღე ეს შემოთავაზება. ეკატერინასთან, ოლეგ სამჩუკთან და სერგეი კირალთან ერთად, ჩვენ ყურადღებით მოვემზადეთ შეხვედრისთვის. გვეთქვა ყველაფერი, რაც საჭიროა, ყველაფერი რაც მნიშვნელოვანია”, – წერს ის.

მეტი:   უკრაინის გენშტაბის ინფორმაციით, ომის დაწყებიდან დღემდე 64 300-მდე რუსი ჯარისკაცია ლიკვიდირებული

სადოვოიმ გამოაქვეყნა ხის ჯვრის ფოტო.  ფოტოზე ხის ჯვარი სიკეთისა და სიმართლის გამარჯვების სიმბოლოა, რომელიც რუსული რაკეტის ფრაგმენტმა „დაჭრა“.

“დაჭრილი, მაგრამ ურღვევი, როგორც ყველა უკრაინელი.
ეს ფრაგმენტი ამოიღეს ცამეტი წლის გოგონა ნასტიასგან.
რომის პაპმა იცის ამის შესახებ.
ვფიქრობ, სიმბოლიკა ყველას კარგად ესმოდა.

მეტი:   "გთხოვთ, ნუ შევეჩვევით ომს და ძალადობას" - რომის პაპი

კათოლიკური ეკლესიის წინამძღვარმა ჯვარი აკურთხა და ახლა მსოფლიოს ეკლესიებში გაემგზავრება, რათა ყველა მორწმუნეს მოუწოდოს ილოცონ უკრაინისთვის. მას ექნება კიდევ ერთი ასეთი ჯვარი, რათა ყოველდღე შეახსენოს უკრაინელების მიერ სიმართლისა და თავისუფლებისთვის გადახდილი ფასი” – წერს სადოვოი.

მეტი:   ამერიკული ინვესტიცია საქართველოში: აშშ მხარს უჭერს საქართველოს ეკონომიკის განვითარებას

სადოვოიმ ასევე დასძინა, რომ შეხვედრის თემებს შორის იყო რუსული აგრესიის შედეგები და ლვოვში დაწყებული პროექტი #UNBROKEN ომში დაზარალებული უკრაინელების მკურნალობის, პროთეზირებისა და რეაბილიტაციისთვის.

- Advertisement -spot_img

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

ბოლო სიახლეები

“ეს არის დივერსია საქართველოს ინტერესების, ხალხის ინტერესების წინააღმდეგ” – ლაშა ტუღუში “ხალხის ძალის” წარდგენილ კანონპროექტზე

(ACCnews) "ეს კანონი არის დივერსია საქართველოს ინტერესების, ხალხის ინტერესების წინააღმდეგ," - განაცხადა "ეროვნული პლატფორმის" წარმომადგენელმა ლაშა ტუღუშმა ჟურნალისტებთან საუბარში,...
- რეკლამა -spot_img

მსგავსი სიახლეები

- Advertisement -spot_img