(ACCnews) “რამდენიმე თვეში სრულიად დამოუკიდებლები ვიქნებით რუსული გაზისგან,” – ამის შესახებ პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა და რუსეთი გაზის მიწოდების შეწყვეტის გამო პოლონეთზე თავდასხმაში დაადანაშაულა.
მან პოლონეთის პარლამენტში გამოსვლისას, კანონმდებლებს ალტერნატიული გაზის მილსადენები შესთავაზა და თქვა, რომ 2022 წლის შემოდგომისთვის პოლონეთს რუსული გაზი აღარ დასჭირდება.
“პუტინის შანტაჟი არ შეცვლის ჩვენს სიტუაციას, რადგან სულ რამდენიმე თვეში ჩვენ სრულიად დამოუკიდებელი ვიქნებით რუსეთის გაზისგან,” – განაცხადა პოლონეთის პრემიერმა.
ცნობისთვის, გამოცემა “ფაინენშალ თაიმსის” ინფორმაციით, დღეიდან რუსეთმა პოლონეთსა და ბულგარეთს ბუნებრივი აირის მიწოდება შეუწყვიტა.