Monday, June 5, 2023

რეჯეფ თაიფ ერდოღანი პოლონეთის ტერიტორიაზე თავდასხმას „სავარაუდოდ ტექნიკურ შეცდომას“ უწოდებს

მთავარი

(ACCnews) თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი პოლონეთის ტერიტორიაზე რაკეტების ჩამოვარდნას „სავარაუდოდ ტექნიკურ შეცდომას“ უწოდებს. ერდოღანმა აღნიშნული განცხადება ინდონეზიის კუნძულ ბალიზე „დიდი ოცეულის“ სამიტზე გამოსვლისას გააკეთა.

რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებით, ის სერიოზულად აღიქვამს რუსეთის უარყოფას პოლონეთის ტერიტორიაზე განხორციელებულ თავდასხმაში მონაწილეობაზე.

მეტი:   მედია: საერთაშორისო დონორები უკრაინისთვის 9,1 მილიარდ ევროს გამოყოფენ

„მე გერმანიის კანცლერს, ოლაფ შოლცს შევხვდი. არის ზოგადი შთაბეჭდილება, რომ ეს რაკეტა რუსული წარმოების არ არის“, – აღნიშნა ერდოღანმა.

როგორც თურქეთის პრეზიდენტმა განაცხადა, დაჟინებით არ უნდა ვამტკიცოთ, რომ ეს რაკეტა რუსეთიდან გაუშვეს. მისივე თქმით, ეს პროვოკაცია იქნება.

მეტი:   "ალუმნი საგრანტო პროგრამის აპლიკანტთა საყურადღებოდ" - აშშ-ს საელჩო საგრანტო პროგრამას აქვეყნებს

შეგახსენებთ, 15 ნოემბერს გახდა ცნობილი, რომ ორი რაკეტა პოლონეთის ტერიტორიაზე ჩამოვარდა და ორი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. ვრცელდება ვარაუდი, რომ პოლონეთის ტერიტორიაზე რუსული რაკეტები ჩამოვარდა, თუმცა ვრცელდება მეორე ვერსიაც, რომ ჩამოვარდნილია უკრაინული ჰაერსაწინააღმდეგო სისტემის თავდაცვის S-300-ის რაკეტები.

მეტი:   ევროკომისიის რეკომენდაციებიდან გამომდინარე შექმნილმა სამუშაო ჯგუფმა სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებით სამოქმედო გეგმა მოამზადა

ინფორმაციას უარყოფს რუსეთის თავდაცვის სამინისტრო. უწყების ცნობით, პოლონეთის ტერიტორიაზე რუსული რაკეტების მოხვედრის შესახებ ცნობები “მიზანმიმართული პროვოკაციაა” ვითარების ესკალაციის მიზნით.

- Advertisement -spot_img

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

ბოლო სიახლეები

“ეს არის დივერსია საქართველოს ინტერესების, ხალხის ინტერესების წინააღმდეგ” – ლაშა ტუღუში “ხალხის ძალის” წარდგენილ კანონპროექტზე

(ACCnews) "ეს კანონი არის დივერსია საქართველოს ინტერესების, ხალხის ინტერესების წინააღმდეგ," - განაცხადა "ეროვნული პლატფორმის" წარმომადგენელმა ლაშა ტუღუშმა ჟურნალისტებთან საუბარში,...
- რეკლამა -spot_img

მსგავსი სიახლეები

- Advertisement -spot_img