Wednesday, March 29, 2023

“თავისუფალმა სამყარომ უნდა აიძულოს რუსეთი, უარი თქვას თავის იმპერიულ ამბიციებზე”- ანჯეი დუდა

მთავარი

(ACCnews) რუსეთმა უარი უნდა თქვას თავის იმპერიულ ამბიციებზე და უნდა შეჩერდეს. თავისუფალმა სამყარომ უნდა აიძულოს რუსეთს ამის გაკეთება – ამის შესახებ პოლონეთის პრეზიდენტმა, ანჯეი დუდამ განაცხადა, რომ ცივილიზებულმა სამყარომ რუსეთი უნდა აიძულოს, მისი იმპერიული ამბიციები შეაჩეროს.

როგორც დუდამ CNN-თან ინტერვიუში აღნიშნა, უკრაინა რუსეთის იმპერიულ ამბიციებს გაუძლებს.

მეტი:   "პრეზიდენტი ზურაბიშვილი ოპოზიციის სიტუაციური მოკავშირე ხდება" - გია ნოდია

“რუსეთმა უარი უნდა თქვას თავის იმპერიულ ამბიციებზე და უნდა შეჩერდეს. თავისუფალმა სამყარომ უნდა აიძულოს რუსეთს ამის გაკეთება. ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინას, რადგან გვჯერა, რომ თუ უკრაინა გაუძლებს რუსეთის იმპერიულ ამბიციებს, მაშინ რუსეთს მოუწევს შეაჩეროს ეს იმპერიული ამბიციები”,- განაცხადა დუდამ.

მეტი:   USAID-ის ინიციატივა: "იცით, როგორ გახადოთ სამოქალაქო განათლება სახალისო და საინტერესო"?

მისი თქმით, რუსეთი არის ასეთი იმპერია, რომელსაც აქვს კოლონიური ამბიციები.

დუდამ ჩამოთვალა ქვეყნები, სადაც რუსეთი ცდილობდა გავლენის მოხდენას, მათ შორის საქართველო, მოლდოვა და სირია.

“მას სურს დაიმორჩილოს სხვა ერები და სხვა ქვეყნები. მას სურს მათგან მოგება მიიღოს. და ამის საუკეთესო მაგალითი დღეს უკრაინაა. მაგრამ არის სხვა ქვეყნებიც. ბოლო წლებში, 2008 წელს რუსეთი თავს დაესხა საქართველოს, ასევე, მუდმივი პრობლემაა მოლდოვაში, სირიაში. ასე რომ, რუსეთი ბევრი ქვეყნის დესტაბილიზაციას ახდენს”, – დასძინა მან.

მეტი:   რუსეთის აგრესიას უკრაინაში 359 ბავშვი ემსხვერპლა - უკრაინის გენერალური პროკურატურა
- Advertisement -spot_img

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

ბოლო სიახლეები

“ეს არის დივერსია საქართველოს ინტერესების, ხალხის ინტერესების წინააღმდეგ” – ლაშა ტუღუში “ხალხის ძალის” წარდგენილ კანონპროექტზე

(ACCnews) "ეს კანონი არის დივერსია საქართველოს ინტერესების, ხალხის ინტერესების წინააღმდეგ," - განაცხადა "ეროვნული პლატფორმის" წარმომადგენელმა ლაშა ტუღუშმა ჟურნალისტებთან საუბარში,...
- რეკლამა -spot_img

მსგავსი სიახლეები

- Advertisement -spot_img