(ACCnews) უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველი მიხაილო პოდოლიაკი განმართავს, რომ ზელენსკის არ მოუწოდებდა ბირთვული იარაღის გამოყენებას პრევენციული ზომისთვის.
„კიდევ ერთი რუსული სიცრუე.
1.არც ერთი სიტყვა ზელენსკისგან რუსეთზე პრევენციული ბირთვული დარტყმის შესახებ არ ყოფილა.
2. ზელენსკიმ გაიხსენა რუსული ბირთვული შანტაჟი და შესთავაზა მსოფლიოს წინასწარ განსაზღვროს რუსეთისთვის შედეგები და გააძლიეროს დარტყმები რუსეთის წინააღმდეგ – სანქციები და შეიარაღებული დახმარება უკრაინას. “- დაწერა პოდოლიაკმა ტვიტერზე.
შეგახსენებთ, უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ 6 ოქტომბერს ავსტრალიურ ანალიტიკურ ცენტრთან ვიდეო ბმულით საუბრისას განაცხადა, რომ ნატომ უნდა განახორციელოს პრევენციული დარტყმა, რათა „გამორიცხოს რუსეთის მიერ ბირთვული იარაღის გამოყენების შესაძლებლობა“.
ამასთან, პრეზიდენტს არ დაუკონკრეტებია, ბირთვულ დარტყმას გულისხმობდა თუ ჩვეულებრივი იარაღის გამოყენებაზე იყო საუბარი.
„რა უნდა გააკეთოს ნატომ?“ – იკითხა ზელენსკიმ და თავად უპასუხა, „გამორიცხეთ რუსეთის მიერ ბირთვული იარაღის გამოყენების შესაძლებლობა“.
„მაგრამ რაც მთავარია, კიდევ ერთხელ მივმართავ საერთაშორისო თანამეგობრობას, როგორც ეს იყო 24 თებერვალამდე: საჭიროა პრევენციული დარტყმები, რათა მათ იცოდნენ, რა მოუვა მათ ბირთვული იარაღის გამოყენების შემთხვევაში. და არა პირიქით – ელოდოთ როდის მიმართავს რუსეთი ბირთვულ დარტყმებს. “ – განაცხადა ზელენსკიმ.
პრეზიდენტის ეს განცხადებას უკრაინის პრეზიდენტის პრესმდივანმა სერგეი ნიკიფოროვმა განმარტა, რომელმაც ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინა არ მოუწოდებს ბირთვული იარაღის პრევენციულ გამოყენებას.
ზელენსკის განცხადებამ კრემლში აღშფოთება გამოიწვია ზელენსკის ბირთვული ომის მოწოდებაში ადანაშაულებენ.
თავად რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი არაერთხელ დაიმუქრა ბირთვული იარაღის გამოყენებით. ჯერ კიდევ 21 სექტემბერს, როდესაც რუსეთში მობილიზაცია გამოაცხადა, მან განაცხადა, რომ რუსეთი მზად არის გამოიყენოს “ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისთვის საფრთხის შემთხვევაში ყველა არსებული საშუალება ჩვენი ხალხის დასაცავად”.