Saturday, September 23, 2023

“საქართველომ უნდა აირჩიოს მხარს უჭერს კაციჭამიებს თუ თავისუფლებას, აქ არ არსებობს რუხი ტონები” – მიხაილო პოდოლიაკი

მთავარი

(ACCnews) უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველმა მიხაილო პოდოლიაკმა „ამერიკის ხმის“ ქართული რედაქციისთვის მიცემულ ინტერვიუში საქართველოზე ისაუბრა და განაცხაა, რომ არავინ სთხოვს უკრაინის გულისთვის მიიღონ ესა თუ ის გადაწყვეტილება, მაგრამ თითოეულმა ქვეყანამ უნდა გააკეთოს გააზრებული არჩევანი იმაზე, თუ რა არის ისტორიულ პერსპექტივაში მნიშვნელოვანი.

მისი თქმით, როგორც კი რუსეთი წააგებს, ყველა რეჟიმს და ხელისუფლებას მოეთხოვება პასუხი, კითხვაზე: როცა იდგა არჩევანი თავისუფლებასა და მკვლელების ღირებულებებს შორის, თქვენ მკვლელთა ღირებულებები რატომ აირჩიეთ?

პოდოლიაკმა საქართველოს მთავრობის პოზიცია შეაფასა და აღნიშნა, რომ მათი მხრიდან განცხადებები, თითქოს უკრაინას საქართველოს ომში ჩართვა სურს აბსურდული და სასაცილოა.

„სამხილი შეიძლება მხოლოდ იყოს იურიდიული. ის მიწოდებული იქნება საგარეო საქმეთა სამინისტროს ხაზით, თუ მსგავსი სამხილების წარდგენა საჭირო იქნება, მას სრული სახით წარადგენენ. დამიჯერეთ, ისევე, როგორც ევროპასა და ამერიკაში, ჩვენ ყველას ყურადღებით ვაკვირდებით, თუ რას აკეთებენ ესა თუ ის კერძო ბიზნესები თუ კომპანიები, რომლებიც სხვადასხვა იურისდიქციაში მოქმედებენ. ჩვენ ყველაფერს ამას ვსწავლობთ და საჭირო თუ იქნება, იურიდიულ სამხილებს წარვადგენთ. ხვდებით, რომ არცერთ პირს, როცა მთელი ცივილიზებული სამყარო სანქციებს აწესებს, არ მისცემენ საშუალებას, ამაზე ფული გააკეთოს.

ეს ერთი და მეორე, რაც შეეხება ომში ჩართვას. საქართველო რა, არაა უკვე ომში? არ აქვს პრობლემა სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში? თუ ისინი ლამაზი რეგიონებია, იქ ხომ კრიმინალური ანკლავებია…

მეტი:   მექსიკა რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს არ უერთდება

არავინ გთხოვთ უკრაინის გულისთვის მიიღოთ ესა თუ ის გადაწყვეტილება, გთხოვენ, რომ პირდაპირ თქვათ და არა მარტო გთხოვთ, ჩვენ ვფიქრობთ, რომ თითოეულმა ქვეყანამ უნდა გააკეთოს გააზრებული არჩევანი იმაზე, თუ რა არის ისტორიულ პერსპექტივაში თქვენთვის მნიშვნელოვანი, თქვენ ან ხართ სიკეთის მხარეზე, ან იმ ქვეყნის მხარეზე, რომელიც მოვიდა სუვერენულ ტერიტორიაზე, რაც იხილა საქართველომ 2008 წელს თავად, თუმცა უფრო დიდი მასშტაბით, უფრო მეტი სისხლისღვრით და კაციჭამიაობით და თქვენ უნდა აირჩიოთ მხარს უჭერთ კაციჭამიებს თუ თავისუფლებას, აქ არ არსებობს რუხი ტონები. საქართველომ ეს თავად უნდა გააკეთოს, საქმე არაა ჩვენს ზეწოლასა თუ ზეწოლის უქონლობაში.

ისევე როგორც ევროპის ყველა სხვა ქვეყანამ, [საქართველომ] უნდა აირჩიოს, კაციჭამიები, თუ ადამიანები, ვინც თავს იცავენ. ხაზს გავუსვამ იმას, რაც ქართველებისთვის მნიშვნელოვანია, მათი ოჯახი, მათი ბავშვები. ჩვენ რუსეთის ტერიტორიაზე არ შევჭრილვართ, ჩვენ არავის ტერიტორიაზე არ შევჭრილვართ, ჩვენ ჩვენს ოჯახებს და სახლებს ვიცავთ. წარმოიდგინეთ, თქვენს სახლში რომ შემოიჭრნენ და თქვენს თვალწინ თქვენს ბავშვებზე ან ცოლებზე იძალადონ. იდგებით და იტყვით, რომ მოდით, არ ჩავერევი, ეს ხომ სისულელეა. ამას ხომ არ გავარჩევთ. ამიტომ ვითარება შავ-თეთრია, არ არსებობს რუხი ფერები, აირჩიეთ ან თეთრი ან შავი, სულ ესაა.

მეტი:   "გირჩელებმა" საქართველოს სამხედრო გზაზე რუსეთიდან შემოსულებისთვის პერფორმანსი გამართეს

მე სიგიჟემდე მიყვარს ქართველი ხალხი. ამ ხალხს გულში აქვს ის, რაც უკრაინელ ხალხს-თავისუფლებისკენ სწრაფვა. არსებულ ვითარებაში ამ ხალხმა ვერ მიიღო ადეკვატური პოლიტიკური მოცემულობა. ქართული პოლიტიკური ელიტის მსგავსი ქცევა კი მხოლოდ მათ ინფანტილიზმზე მიუთითებს და მის მოკლევადიან ხედვას უსვამს ხაზს, რადგან თუ მთელი მსოფლიო, ცივილიზებული სამყარო, რომელთანაც მგონი საქართველოს მთავრობას კვლავ აქვს სურვილი თანამშრომლობის, ამ ომს ერთმნიშვნელოვნად აფასებს, მის მოტივებს ხედავს და ამბობს, რომ უკრაინა გმირია ამ ომში, ამ ფონზე კი საქართველოს მთავრობა ცდილობს დაამციროს უკრაინის წინააღმდეგობის მთავრობის წევრები, ეს ცუდად გამოიყურება, მოკლევადიანად. ყველანაირი ტიპის რეპუტაციული ზიანზე, რაც საქართველოში პარტიებს თუ მის მთავრობას მიადგებათ, პასუხისმგებელი მხოლოდ საქართველოს ხელისუფლებაა.

ვფიქრობ, რომ შუალედურ პერიოდში, მას არანაირი პერსპექტივა არ უწერია და შანსები არ აქვს, რადგან როგორც კი რუსეთი წააგებს, ყველა რეჟიმს და ხელისუფლებას მოეთხოვება პასუხი, კითხვაზე: როცა იდგა არჩევანი თავისუფლებასა და მკვლელების ღირებულებებს შორის, თქვენ მკვლელთა ღირებულებები რატომ აირჩიეთ? ეს ასე გამოიყურება. და მეორე: რაც შეეხება, პირად გამოძიებებს, ეს კომპრომატების გზაა და ამ გზას მხოლოდ რუსეთი იყენებს. რუსეთს უყვარს მოგონება პროპაგანდისტული მითების, ფილმების შეთხზვა და ვიღაცისგან ხალხის მტრის შექმნა. სწორედ ამ ორი მიზეზის გამოა, რომ საქართველოს მოქმედი მთავრობა სასაცილოდ იქცევა“,- აღნიშნავს პოდოლიაკი.

მეტი:   "უსაფრთხოების კუთხით, საქართველოსა და უკრაინას მსგავსი გამოწვევები აქვთ" - დავით ზალკალიანი

გარდა ამისა, მან „ქართული ოცნების“ დამფუძნებელზე, ბიძინა ივანიშვილზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ „საჭიროა ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციები დაწესდეს, ისევე როგორც სხვების წინააღმდეგ, რომლებსაც ბიზნესურთიერთობები აქვთ რუსეთის ჩრდილოვან კომპანიებთან“.

“ჩვენ საჯაროდ ვსაუბრობთ ამის თაობაზე. ბატონმა მაკფოლმა, ამაზე საჯაროდ ისაუბრა და ჩვენ გამუდმებით ვუსვამთ ხაზს რომ ვფიქრობთ საჭიროა ივანიშვილის წინააღმდეგ, სანქციები დაწესდეს. ისევე როგორც სხვების წინააღმდეგ, რომლებსაც ასეთი თუ ისეთი ბიზნეს ურთიერთობები აქვთ, რუსეთის რჩდილოვან კომპანიებთან. არა მხოლოდ ივანიშვილის წინააღმდეგ, არამედ ყველა კერძო პირის წინააღმდეგ, რომლებიც ფლობენ აქციების პაკეტებს, მსგავს კომპანიებში. ეს ობიექტურად ასეა. პირები, რომლებიც რუსულ კომპანიებთან მუშაობენ უნდა გაირიცხონ ცივილიზებული თანამეგობრობიდან, ჩამოერთვათ პრივილეგიები , და ვერ შეძლონ მაგალითად თავისუფლად გადაადგილება, ცივილიზებულ სამყაროში. ესაა ჩვენი პოზიცია. ჩვენ ამას ერთმნიშვნელოვნად ვამბობთ და ვამბობთ ივანიშვილთან დაკავშირებითაც. – განაცხადა პოდოლიაკმა.

- Advertisement -spot_img

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

ბოლო სიახლეები

“ეს არის დივერსია საქართველოს ინტერესების, ხალხის ინტერესების წინააღმდეგ” – ლაშა ტუღუში “ხალხის ძალის” წარდგენილ კანონპროექტზე

(ACCnews) "ეს კანონი არის დივერსია საქართველოს ინტერესების, ხალხის ინტერესების წინააღმდეგ," - განაცხადა "ეროვნული პლატფორმის" წარმომადგენელმა ლაშა ტუღუშმა ჟურნალისტებთან საუბარში,...
- რეკლამა -spot_img

მსგავსი სიახლეები

- Advertisement -spot_img