(ACCnews) ცნობილმა ბრიტანულმა როკ-ჯგუფმა Pink Floyd-მა და Boombox-ის ჯგუფის ვოკალისტმა ანდრეი ხლივნიუკმა ერთობლივი სიმღერის ჩაწერის წყალობით უკრაინელებისთვის 600 ათას დოლარზე მეტი დახმარება შეაგროვეს.
ამის შესახებ როკ-ჯგუფის კომპოზიტორმა დევიდ გილმორმა Facebook-ზე დაწერა.
“მსმენელებმა შესწირეს 450 000 ფუნტზე მეტი (483 000 დოლარზე მეტი) სიმღერას Hey, Hey, Rise Up, რომელიც ჩაწერილია 30 მარტს ხლივნიუკთან ერთად”.
პინკ ფლოიდის წევრებმა დევიდ გილმორმა და ნიკ მეისონმა ამ თანხას საკუთარი სახსრები დაუმატეს და თანხა 500 ათას ფუნტამდე (600 ათას დოლარზე მეტი) გაზარდეს.
შეგროვებული თანხების განაწილება იგეგმება ისეთ ორგანიზაციებში, როგორიცაა Hospitallers The Kharkiv and Przemyśl Project, Hospitallers Medical Volunteer Batalion, Vostok SOS, Volunteer Kyiv და Left Bank.
„სასიამოვნოა იმის განცდა, რომ შეგიძლია წვლილი შეიტანო რომელიმე ამ საქველმოქმედო ორგანიზაციაში. ვნახოთ, კიდევ რა შეგვიძლია გავაკეთოთ ამ ზამთარში“, – წერს გილმორი.