“იმერეთის სოფელი დიმის საჯარო სკოლა 23 სკოლიდან ერთ-ერთია რომელთანაც განსაკუთრებულ პროექტს ვახორციელებთ. პროექტის ფარგლებში ადგილობრივი პოლიციის ოფიცრები და მასწავლებლები ერთად ატარებენ გაკვეთილებს, რომელთა მიზანიც პოლიციასა და მოსწავლეებს შორის დადებითი ურთიერთობისა და კანონის უზენაესობის პატივისცემის ჩამოყალიბებაა”, – ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოში შეერთებული შტატების საელჩო, სოციალურ ქსელში, საკუთარ გვერდზე ავრცელებს.
რეგიონებში ვიზიტისას, საქართველოში შეერთებული შტატების ელჩ დეგნანთან ერთად საელჩოს თანამშრომლები კლასებს დაესწრნენ. თვალშისაცემი იყო მეგობრული დამოკიდებულება და ენთუზიაზმი, რომლითაც ბავშვები სასწავლო პროცესში არიან ჩართული.
“გვიხარია, რომ ჩვენც ამ გამოცდილების ნაწილი ვართ”, – ვკითხულობთ გვერდზე.
საზოგადოებაზე ორიენტირებული ამ პროგრამას
აშშ-ის მთავრობის დაფინანსებით ორგანიზაცია PH International-ი ახორციელებს.