Friday, March 24, 2023

პენტაგონში აცხადებენ, რომ რუსეთს ჯერ კიდევ შეუძლია კიევზე თავდასხმა

მთავარი

(ACCnews) “იმის მიუხედავად, რომ კიევთან ახლოს რუსი სამხედროები აღარ იმყოფებიან და ქალაქი შედარებით დაცულია, რუსეთს ჯერ კიდევ შეუძლია კიევზე თავდასხმა,”– ამის შესახებ პენტაგონის სპიკერმა, ჯო კირბის

ჯო კირბის განცხადებით, რუსეთის სარაკეტო თავდასხმის სამიზნე კიევის გარდა უკრაინის სხვა ქალაქებიც შეიძლება გახდეს.

მეტი:   გაეროში აშშ-ის ელჩი: პუტინმა ვერ შეძლო უკრაინის რამდენიმე დღეში დაჩოქება, მისმა მცდელობებმა შედეგი არ გამოიღო

პენტაგონის სპიკერმა აღნიშნა, რომ მაშინაც კი, როდესაც რუსეთმა დაიწყო თავისი ჯარების გაყვანა უკრაინის დედაქალაქიდან, ჩერნიგოვიდან და უკრაინის ჩრდილოეთი ნაწილიდან, შეერთებულ შტატებს არ სჯეროდა, რომ კიევი გადაურჩა საფრთხეს, განსაკუთრებით ჰაერიდან.

მეტი:   ანგელა მერკელის განცხადებით, თანამდებობაზე ყოფნის ბოლო პერიოდში რუსეთთან პროგრესს ვერ მიაღწია, მათ შორის საქართველოს საკითხზეც

ცნობისთვის, რუსეთ–უკრაინის ბოლო მოლაპარაკებების შემდეგ რუსულმა მხარემ განაცხადა, რომ კიევისა და ჩერნიგოვის მიმართულებიდან ჯარებს გაიყვანდა. მალევე განცხადება გაავრცელა აშშ-ის თავდაცვის სამინისტრომ, სადაც ნათქვამია, რომ კიევის შემოგარენიდან რუსული ჯარის გადაადგილება პოზიციის ცვლილებას ჰგავდა და არა  – რეალურად, ჯარის გაყვანას.

მეტი:   "უნგრეთი რუსეთის წინააღმდეგ ენერგეტიკულ სანქციებს დათანხმდება, თუ მილსადენით ნედლი ნავთობის იმპორტს ის არ შეეხება" - პიტერ სიიარტო
- Advertisement -spot_img

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

ბოლო სიახლეები

“ეს არის დივერსია საქართველოს ინტერესების, ხალხის ინტერესების წინააღმდეგ” – ლაშა ტუღუში “ხალხის ძალის” წარდგენილ კანონპროექტზე

(ACCnews) "ეს კანონი არის დივერსია საქართველოს ინტერესების, ხალხის ინტერესების წინააღმდეგ," - განაცხადა "ეროვნული პლატფორმის" წარმომადგენელმა ლაშა ტუღუშმა ჟურნალისტებთან საუბარში,...
- რეკლამა -spot_img

მსგავსი სიახლეები

- Advertisement -spot_img