Saturday, September 23, 2023

პენტაგონი: რუსეთმა ირანული უპილოტო საფრენი აპარატების პირველი პარტია მიიღო, მაგრამ ბევრი მათგანი გაფუჭებულია

მთავარი

(ACCnews) პენტაგონის პრესსპიკერის,  პატრიკ რაიდერის ინფორმაციით, რუსეთმა თეირანიდან ირანული წარმოების საბრძოლო უპილოტო საფრენი აპარატების პირველი პარტია მიიღო, მაგრამ ბევრი მათგანი გაფუჭებულია.

მეტი:   "ქართველებს კარგად გვესმის, თუ რას განიცდის უკრაინელი ერი!" - სალომე ზურაბიშვილი

როგორც პატრიკ რაიდერმა განაცხადა, „სხვადასხვა ტიპის ასობით ირანული უპილოტო საფრენი აპარატის იმპორტი, სავარაუდოდ, რუსეთის გეგმების ნაწილია”.

მეტი:   "დროა, მსოფლიომ მიანიჭოს რუსეთს ტერორისტული სახელმწიფოს სამართლებრივი სტატუსი" - ოლექსეი რეზნიკოვი

ამასთან, რაიდერი დასძენს, რომ არსებული სადაზვერვო ინფორმაციით, მოწყობილობამ „უკვე განიცადა მრავალი მარცხი“.

მეტი:   "ძალადობა, რომლის წინაშეც უკრაინა პუტინის განკარგულებით აღმოჩნდა, უმოწყალოა" - ნიდერლანდების პრემიერი

ცნობისთვის, ომში უკრაინაც და რუსეთიც დიდი რაოდენობით უპილოტო საფრენ აპარატებს იყენებენ როგორც თავდასხმისთვის, ასევე სადაზვერვო მიზნით.

- Advertisement -spot_img

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

ბოლო სიახლეები

“ეს არის დივერსია საქართველოს ინტერესების, ხალხის ინტერესების წინააღმდეგ” – ლაშა ტუღუში “ხალხის ძალის” წარდგენილ კანონპროექტზე

(ACCnews) "ეს კანონი არის დივერსია საქართველოს ინტერესების, ხალხის ინტერესების წინააღმდეგ," - განაცხადა "ეროვნული პლატფორმის" წარმომადგენელმა ლაშა ტუღუშმა ჟურნალისტებთან საუბარში,...
- რეკლამა -spot_img

მსგავსი სიახლეები

- Advertisement -spot_img