“საქართველოს ისტორიული მრავალფეროვნება მისი სიძლიერის და დემოკრატიის საფუძველია. ტოლერანტობის საერთაშორისო დღეს აღვნიშნავთ და ერთობლივად ვცდილობთ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას შეუწყნარებლობის საფრთხის შესახებ”, – ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოში შეერთებული შტატების საელჩო, სოციალურ ქსელში, საკუთარ გვერდზე ავრცელებს.
საელჩოს ინფორმციით, ტოლერანტობა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია დემოკრატიის ხელშეწყობისა და ეკონომიკური ზრდის წინსვლისთვის და მოითხოვს ეკონომიკური და სოციალური შესაძლებლობების შექმნას ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე.
USAID-ის მისიის დირექტორმა, ჯონ პენელმა საქართველოს სახალხო დამცველისა და ტოლერანტობის ცენტრის პარტნიორობით ორგანიზებული ღონისძიება გახსნა. ამ ორგანიზაციებს მნიშნველოვანი წვლილი შეაქვთ ქვეყანაში ტოლერანტობისა და თანასწორობის ხელშეწყობაში.