Monday, June 5, 2023

“ნენსი პელოსის ვიზიტი არ არღვევს ჩინეთის სუვერენიტეტს და ამერიკის ხანგრძლივი „ერთი ჩინეთის“ პოლიტიკის პრინციპებს” – ჯონ კირბი

მთავარი

(ACCnews) “ნენსი პელოსის ვიზიტი არ არღვევს ჩინეთის სუვერენიტეტს და ამერიკის ხანგრძლივი „ერთი ჩინეთის“ პოლიტიკის პრინციპებს,” – ეს განცხადება თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველმა, ჯონ კიბრიმ გააკეთა.

მისი თქმით, აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციას არ სურს, რომ ტაივანში ამერიკელი მაღალი რანგის პოლიტიკოსის ვიზიტი პეკინსა და ვაშინგტონს შორის დაძაბულობის ან კონფლიქტის მიზეზი გახდეს,

მეტი:   "ჩრდილოატლანტიკურმა ალიანსმა გადაწყვიტა, დაიწყოს სამხედრო გეგმის განხორციელება"- იენს სტოლტენბერგი

„ეს ვიზიტი არ არღვევს ჩინეთის სუვერენიტეტს და ამერიკის ხანგრძლივი „ერთი ჩინეთის“ პოლიტიკის პრინციპებს. ჩვენ არ გვსურს, რომ ეს რაიმე სახის კრიზისში ან კონფლიქტში გადაიზარდოს. ამის მიზეზი არ არსებობს“, – განაცხადა კიბრიმ.

მეტი:   პოლკოვნიკი რიჩარდ კემპი: პუტინს უნდა, რომ ზელენსკი გატეხოს

შეგახსენებთ, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი ნენსი პელოსი ტაივანში ჩავიდა. მისი თვითმფრინავი ტაიპეის აეროპორტში ცოტა ხნის წინ დაეშვა. ის პირველი ამერიკელი მაღალჩინოსანია, რომელიც ბოლო 25 წლის მანძილზე ტაივანში ოფიციალური ვიზიტით ჩავიდა.

მეტი:   ზელენსკი: "საჭიროა მოქმედებები, რათა სხვა პოტენციურმა აგრესორებმა ნახონ, რომ ომი - ეს მხოლოდ დანაკარგია"

ამასთან, შეგახსენებთ, რომ ჩინეთი ტაივანს საკუთარ ტერიტორიად მიიჩნევს, აშშ კი აცხადებს, რომ წყნარ ოკეანეში მდებარე კუნძული დამოუკიდებელი სახელმწიფოა.

- Advertisement -spot_img

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

ბოლო სიახლეები

“ეს არის დივერსია საქართველოს ინტერესების, ხალხის ინტერესების წინააღმდეგ” – ლაშა ტუღუში “ხალხის ძალის” წარდგენილ კანონპროექტზე

(ACCnews) "ეს კანონი არის დივერსია საქართველოს ინტერესების, ხალხის ინტერესების წინააღმდეგ," - განაცხადა "ეროვნული პლატფორმის" წარმომადგენელმა ლაშა ტუღუშმა ჟურნალისტებთან საუბარში,...
- რეკლამა -spot_img

მსგავსი სიახლეები

- Advertisement -spot_img